"ვოცნებობ, საოპერო მომღერალი გავხდე"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ვოცნებობ, საოპერო მომღერალი გავხდე"

აპრილი 18
11:29:44 2011
მარიტა შენგელია ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის საჯარო სკოლის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. სიმღერა, ცეკვა, პოეზია კი მისი სერიოზული გატაცებაა. არის მხატვრული კითხვის კონკურსის არა ერთგზის გამარჯვებული. ცეკვა "ქართულის" შესრულებით კი ქართველი ქალის სიფაქიზისა და კდემამოსილების გამომსახველია.

_ მარიტა, ხელოვნების თითქმის ყველა სფეროსადმი ასეთი დიდი სიყვარული და დაინტერესება რამ განაპირობა?

_ ეს ყველაფერი ბაბუაჩემის, ვანო ჟღენტის დამსახურებაა, რომელიც ჩოხატაურის სახალხო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო. ყველას კარგად ახსოვს მ. ჯაფარიძის "ბუღარა," სადაც ბაბუამ მთავარი გმირის როლი შეასრულა. იგი ძალიან ბევრს მესაუბრებოდა თეატრზე, კითხულობდა ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან. მაოცებდა მისი იმპროვიზაციის უნარი. არაჩვეულებრივად კითხულობდა ლექსებს. პირველ კლასში ვიყავი, მხატვრული კითხვის კონკურსზე რომ მივიღე მონაწილეობა. წავიკითხე ანა კალანდაძის "პაწაწინა რტო ვარ". პირველი ადგილი დავიკავე. ბაბუამ ძალიან გაიხარა ჩემი გამარჯვებით და მითხრა: _ ბაბუა სცენას ძალიან უხდები და აბა, შენ იციო. ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება.

_ შენ სამიუსიკო სკოლაში და სამხატვრო სკოლაში ერთდროულად შეხვედი

_ დედამ, რომელიც ასევე ძალიან უყვარს ხელოვნება, ერთდროულად მიმიყვანა სახელოვნებო სკოლაში. მახსოვს, სამხატვრო სკოლაში მასწავლებელმა აკვარელი რომ ახსენა, სახლში მისულმა დედასთან მივირბინე და ვთხოვე _ დედა "საკვარელი" აუცილებლად მიყიდე-მეთქი. მე ვფიქრობ ხატვა ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს, იმიტომ, რომ სულ სხვანაირად აღიქვამ სამყაროს. მუსიკალურშიც ძალიან გამიმართლა, ჩემი მასწავლებელი გახლდათ არაჩვეულებრივი პედაგოგი ქალბატონი ნანა ჩხიკვაძე. ეს იყო ჩემი ბავშვობის ექვსი ულამაზესი წელი.

_ რომელია შენი საყვარელი კომპოზიტორი?

_ მართალია, ყველა კლასიკოსი კომპოზიტორი გენიალურია, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას მოცარტის ნაწარმოებები ახდენს.

_ მარიტა, შენ ასევე ხარ ქორეოგრაფიული ანსამბლ "ფერხულის" წევრი.

_ დიახ, ცეკვაზეც პატარაობიდან დავდივარ. ჩემი მასწავლებელია ქორეოგრაფი გოჩა ჯინჭარაძე. მართალია, მან ბევრი ცეკვა მასწავლა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ცეკვა "ქართულს," რომელიც თავისი ხასიათით ამაღლებული სულისკვეთების, ქალ-ვაჟის ერთმანეთისადმი უდიდესი პატივისცემის, ქალის სინაზის. კდემამოსილების გამომსახველია. მგონი, ცუდად არ ვცეკვავ.

_ საოპერო მუსიკისადმი შენი სერიოზული დაინტერესება როდის დაიწყო?

_ მე-4 კლასში ვიყავი, პირველად რომ მოვუსმინე საოპერო მუსიკის მომღერალ ირმა ბერძენიშვილს. მოვუსმინე და გავოგნდი. მერე დედამ მიმიყვანა მასთან და სთხოვა ჩემთვის მოესმინა. ირმამ გულდასმით მომისმინა და მითხრა: ყველა მონაცემები გაქვს იმისათვის, რომ საოპერო მომღერალი გახდე, ოღონდ კარგად დაფიქრდი, ეს საქმე ძალიან შრომატევადი და ასევე ძალიან ფაქიზი პროფესიააო. მე კი ვუპასუხე, რომ ვოცნებობდი საოპერო მომღერლობაზე და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ სფეროში ვიღვაწო და ვასახელო ჩემი ქვეყანა, ჩემი მშობლიური კუთხე. დავიწყეთ მეცადინეობა. ამჟამად ვოკალში ჩემი პედაგოგები არიან სვეტა გუბინა და ნინო ბერძენიშვილი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ვიცი, რომ ამ პროფესიის დაუფლებისთვის და თავის დამკვიდრებისთვის ძალიან ბევრი წინააღმდეგობები უნდა გადავლახო. ვეცდები თავდაუზოგავად ვიმუშაო. და კიდევ მადლობა ვუთხრა ახალგაზრდულ გაზეთს ყურადღებისთვის. ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები.



არქივი