ინტელექტუალური თამაშები "გურიის ინვალიდთა ასოციაციაში"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ინტელექტუალური თამაშები "გურიის ინვალიდთა ასოციაციაში"

აპრილი 18
11:34:12 2011
გასულ კვირას, "გურიის ინვალიდთა ასოციაციაში" ინტელექტუალური თამაში: "რა? სად? როდის?" ჩატარდა. კულტურის და დასვენების პარკის დირექტორის ავთანდილ სირბილაშვილის მეშვეობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ოთხ გუნდად დაიყვნენ და მეტად საინტერესო თამაში აჩვენეს სტუმრებს.

"მზის სხივი", "ნიჭიერი", "ლიდერები" და "ცეცხლი" სხვადასხვა სახით შეეჯიბრნენ ერთმანეთს ინტელექტუალურ თამაშებში. შესვენებისას კი, მუსიკალური ნომრებით წარდგნენ გურიის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარები. საბოლოო შედეგით, პატარა ასაკის ბენეფიციარებს შორის, გამარჯვება "ნიჭიერის" ინტელექტუალებმა მოიპოვეს, უფროს ასაკიანთა შორის კი, ლიდერობა "ლიდერებმა" არავის დაუთმეს. ღონისძიების დასასრულს, თბილისიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა გურამ ნიკოლაიშვილმა და მისმა მეგობრებმა, თითოეულ მათგანს ძვირადღირებული წიგნები გადასცა საჩუქრად, ასევე მათ ერგოთ პატივი, გურიის ყოფილი გუბერნატორის რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ გამოგზავნილი ლეპტოპი ნათია ხელაძისთვის გადაეცათ.

ღონისძიების კულმინაცია კი მიშიკო კვირკველიას და მისი მეგობრების "განდაგანა" იყო, რომელიც სტუმრებს ძალიან მოეწონათ. როგორც გურიის ინვალიდთა ასოციაციაში გვითხრეს, მსგავსი შეხვედრები ხშირად ჩატარდება, თვეში ერთხელ მაინც და ახალგაზრდები ერთმანეთს გაეჯიბრებიან ინტელექტუალურ ცოდნაში.



არქივი