ერთი დღე მაღალ სკამზე

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ერთი დღე მაღალ სკამზე

აპრილი 20
07:47:53 2011

მარტის ბოლო დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებს პედაგოგებმა უჩვეულო ექსკურსია მოუწყვეს.

ხეველი პატარები მუნიციპალიტეტის გამგეობას ესტუმრნენ.

გამგეობის დათვალიერება საგანმანათლებლო რესურსცენტრის ოფისიდან დაიწყეს, სადაც მასპინძლობა დაწესებულების ხელმძღვანელმა, ეთერ წილოსანმა გაუწია.

რესურსცენტრიდან გამგებლის ოთახში გადაინაცვლეს და რამდენიმე წუთით გამგებლის სავარძელიც მოირგეს.

_ მე რომ გამგებელი ვიქნები ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებ, _ გაამხილა სამომავლო გეგმები დიმიტრი მამალაძემ.

პატარებისთვის მაღალ სკამზე გატარებული ეს დღე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს სწავლის სტიმულიც მისცა:

_ თანამდებობაზე რომ იყო და ბევრი კარგი საქმე აკეთო შენი ხალხის დასახმარებლად, ბევრი უნდა ისწავლო. სწავლის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენთვის დღევანდელი დღე მაგალითია. ვიცით რომ წარმატებისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ და კარგად უნდა ვისწავლოთ, _ გვითხრეს პატარებმა.

გამგებლის, გია გიორგაძის კაბინეტიდან მეხუთე კლასის მოსწავლეებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გადაინაცვლეს.

საკრებულოში ექსკურსიათ მძღოლობა ანტონ ხუნდაძემ გაუწიათ, რომელმაც პატარებს საკრებულოს მუშაობა გააცნო და მმართველი ორგანოს საქმიანობაზე დაწვრილებით ესაუბრა.

იმავე დღეს, ბავშვები ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, კორნელი კუკულავას შეხვდნენ.

ხევის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა 31 მარტს ჩოხატაურის გამგეობის და საკრებულოს ბევრი თანამშრომელი დაიმეგობრეს. საფინანსო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძისგან კი საჩუქრებიც მიიღეს.

ექსკურსია გამგეობაში, ისევ საგანმანათლებლო რესურცენტრში დასრულდა, სადაც პატარებს ლანჩით გაუმასპინძლდნენ.

გამგეობის შემდეგ ბავშვები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ და ბოლოს, ექსკურსია წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის ტაძრის მოლოცვით დაასრულეს.



არქივი