"ყველაფერი კარგად იქნება" ანუ "ბრავო მაესტრო"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ყველაფერი კარგად იქნება" ანუ "ბრავო მაესტრო"

მაისი 01
20:48:58 2011
"ყველაფერი კარგად იქნება" _ ეს იყო ღონისძიების მთავარი სლოგანი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნა.

საღამო კინოთეატრ "გურიაში" 30 აპრილს გაიმართა.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები. მგალობელთა გუნდმა, მომღერალმა ოჯახებმა, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და თვით კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა, მაყურებელს მართლაც დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.

_ ასეთი ღონისძიება ჩოხატაურში დიდი ხანია არ გამართულა, _ ერთხმად აღნიშნავდა მაყურებელი და მონაწილეებს დამსახურებულ აპლოდისმენტებს უძღვნიდა.

კინოეკრანზე, "სლაიდ შოუცН გაუშვეს და მაყურებელს, განსაკუთრებით კი ახალ თაობას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის ჩოხატაურელები, რომელთა სახელებს დავიწყება არ უწერიათ:

_ ნიკო ბერძენიშვილი, ანა კალანდაძე, ნოდარ დუმბაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო... ისინი ძალიან ბევრნი არიან. მათ ჩვენამდე მოიტანეს მამული, ენა და სარწმუნოება. მინდა ყველას გთხოვოთ, განსაკუთრებით კი მომავალ თაობას, ბევრი იკითხეთ... ისწავლეთ ჩოხატაურის ისტორია და იამაყეთ ჩვენი კუთხით. თქვენ ამის საშუალება ნამდვილად გაქვთ, _ აღნიშნა ღონისძიების წამყვანმა, კულტურის ცენტრის თანამშრომელმა, ედიშერ ღამბაშიძემ.

კონცერტის დასასრულს ღამბაშიძის მიერ წაკითხულმა ლექსმა დამსწრე საზოგადოება გულწრფელად ააღელვა და სამშობლოზე კიდევ ერთხელ ჩააფიქრა.

"ბრავო მაესტრო" _ ამ სიტყვებით, ხანგრძლივი ტაშით და მომავალში შეხვედრის სურვილით დაემშვიდობა მაყურებელი ღონისძიების მონაწილეებს.



არქივი