სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით _ სამრევლო სკოლა 5 წლისაა

gurianews.com

21-ს ქვევით

სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით _ სამრევლო სკოლა 5 წლისაა

ივნისი 13
11:34:53 2013
"სამრევლო სკოლა საკმაოდ წარმატებულია დღეს. მე მჯერა, იგი განათლების ისეთი კერა იქნება, როგორსაც ისურვებდა ჩვენი სულიერი მამები, ჩვენი წინაპრები".

ემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, სამრევლო სკოლის რექტორი



"დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ სკოლამ, რომ დიდი შესაძლებლობები აქვს. აქ იყო ზეიმი ღვთის სიყვარულის, ერთმანეთის სიყვარულის, ქვეყნის სიყვარულის, წინაპრის სიყვარულის."

რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), განათლების ცენტრის თავმჯდომარე



"დღეს ჩვენ აქ გვქონდა პოეზიის დღესასწაული, სიმღერის დღესასწაული, ცეკვის დღესასწაული და, საერთოდ, ჯიშის დღესასწაული."

თეიმურაზ ჭკუასელი, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი



"თავი სიზმარში მგონია, იმდენად მაღალაკადემიურია დღეს აქ ყველაფერი. ასჯერ უფრო მეტად მეამაყება, რომ თქვენი ნაწილი ვარ."

ზვიად კვაჭანტირაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი



"ისე მოვიხიბლე სამრევლო სკოლის მოსწავლეებით, რომ თავდაპირველად დააწესებული 2 პრემია დღეს ათი გახდა."

ვლადიმერ მახარაძე, შპს "ჰეკატეს" დირექტორი



"მეუფე იოსებ, თქვენი დამსახურებაა, აქ რომ დღეს ქართული სული ტრიალებს. ამისთვის არის საჭირო სამრევლო სკოლა, რომ ეს სული სუფთად შემოუნახოს თაობებს."

პოეტი ბელა ქებურია



"მინდა, მივულოცო ჩოხატაურელებს გენიალური სკოლის არსებობა."

პოეტი გენრი დოლიძე



R



არქივი