ჟარგონებით მოლაპარაკე ზემოსურების სკოლის დირექტორი და დაკარგული კომპიუტერები

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ჟარგონებით მოლაპარაკე ზემოსურების სკოლის დირექტორი და დაკარგული კომპიუტერები

იანვარი 19
07:14:07 2011

15 დღეზე მეტია, სურების საჯარო სკოლა კომპიუტერების გარეშეა დარჩენილი. ჰპ მარკის 2 კომპიუტერი 15 აპრილის ღამეს, გაურკვეველ ვითარებაში მოიპარეს. სკოლის დირექტორი გელა ეზიეშვილი ამბობს, რომ შაბათ დილით დოკუმენტების მოსაწესრიგებლად სკოლაში მივიდა, აღმოაჩინა, რომ ჰოლში შესასვლელი კარები და კომპიუტერების კაბინეტის კარები გატეხილი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი დაუყონებლივ სოფლის რწმუნებულს, ლევან ლომინეიშვილს აცნობა. რწმუნებულის თქმით, ქურდობის ფაქტი პოლიციას მან შეატყობინა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლას დარაჯისთვის ოთახი გამოყოფილი არ ჰქონდა და შესაბამისად, არ არსებობდა პირობები იმისთვის, რომ მთელი ღამის განმავლობაში ეზრუნათ სკოლის შენობის უსაფრთხოებაზე. მას შემდეგ, რაც კომპიუტერები მოიპარეს, ცარიელი ადგილი მათ ნაცვლად დარაჯის იატაკზე გაშლილმა საწოლმა დაიკავა.

_ ღამის 1 საათზე გავედი შემოვლაზე. საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, დილით კი, დაახლოებით, 9 საათზე ბატონმა გელამ დამირეკა და მომხდარის შესახებ მაცნობა. ღამე რომ შენობაში მომეცადა, ამის პირობები ნამდვილად არ იყო, მხოლოდ ქურდობის შემდეგ დაგვიდგეს საწოლი კომპიუტერების ოთახში, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სკოლის დარაჯმა, ხარიტონ სანიკიძემ. ზემოსურების საჯარო სკოლის დირექტორი, გელა ეზიეშვილი ამბობს, რომ კომპიუტერების მოპარვა საატეტსატო გამოცდების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.

_ "კაროჩე" (ეზიეშვილის საუბრის სტილი დაცულია. ავტ.) რა, იმ დღეს (საუბარია შაბათ დილაზე) წვიმდა, სკოლაში სამუშაო მქონდა, რომ ავედი სკოლაში მეორე სართულის შესავალი კარი და კომპიუტერების ოთახის კარი ღია იყო.

_ ვის აცნობეთ მომხდარის შესახებ?

_ სამართალდამცავებს.

_ იმ ღამით კომპიუტერის ოთახის კარი ურდულით თუ იყო ჩაკეტილი?

_ არა.

_ რატომ?

_ ნუ, დარჩა რა.

_ ყოველთვის რჩებოდა?

_ ნუ, ხანდახან.

_ ბატონო გელა, თუ ჰქონდათ დარაჯებს პირობები, რომ ღამით სკოლის შენობაში მოეცადათ?

_ რატომაც არა.

_ პირობებში თქვენ რას გულისხმობთ?

_ კარგი რა, თავი დავანებოთ ამ შეკითხვებს, მე თავიდანვე მქონდა დარაჯებთან ხელშეკრულება გაფორმებული, რომ თუკი სკოლის შენობაში რაიმე მოხდებოდა პასუხისმგებელნი თვითონვე იქნებოდნენ.

ვიღაც უსინდისომ მოიპარა ეს კომპიუტერები, მაგრამ მეთორმეტე კლასელებს პრობლემა მაინც არ შეექმნებათ.

_ ამ სკოლას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ეს პრობლემები დირექტორიდან მოდის, ოთხი წელია, რაც სკოლას კომპიუტერები ჰქონდა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში არ ჩართულა, მიზეზი ხან უშუქობა იყო, ხან რა. დირექტორთან რომ ვერაფერს გავხდი, მივმართე რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ეთერ წილოსანს. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერები გაფუჭებულია. ბოლოს და ბოლოს, გაკეთდა და ჩაირთო. 2010 წლის მაისში წინასაარჩევნო პიარის დროს რაიონის ყოფილი გამგებელი, ბატონი მამუკა დოლიძე იმყოფებოდა სურებში. ვთხოვე, რომ დღის პირველ საათამდე ეთხოვა ჰესზე მომუშავე პირებისთვის შუქი არ გამორთულიყო, რომ ბავშვებს კომპიუტერებთან ემუშავათ, ბატონმა მამუკამ დირექტორს უთხრა, მისულიყო მასთან და სკოლისთვის საჩუქრად გადასცემდა უკაბელო ინტერნეტს, მაგრამ ამასაც არასერიოზულად შეხვდა ჩვენი დირექტორი და ეს არ მოიკითხა. მე როგორც მშობელს ძალიან მომწონს ბატონი დიმიტრი შაშკინის საგანმანათლებლო რეფორმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რეფორმები ჩვენამდე არ მოსულა (ყოველ შემთხვევაში, დღემდე). მხოლოდ პედაგოგები მოდიან, მაგრამ ვის რა შეუძლია ასწავლოს, კაცმა არ იცის, მე ძალიან მტკივა გული, ვინ გვიმეტებს ასე! ვინ გვაფურთხებს სულში, ვინ გვინიშნავს ამდენ არასპეციალისტ პედაგოგს და ვის უნდა ზემოსურების მომავალი თაობის განადგურება? ის ნათელი წერტილი, რომელიც სკოლას კომპიუტერის სახით ჰქონდა, ვიღაცამ ჩააქრო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლია ბარამიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეები თხოვნით მიმართავენ მიხეილ სააკაშვილს და დიმიტრი შაშკინს, რომ სკოლის პრობლემები კარგად შეისწავლონ და სწავლის მსურველ ბავშვებს ყურადღება მიაქციონ.



არქივი