სამრევლო სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

სამრევლო სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება

იანვარი 01
04:00:00 1970
(21_ს ქვევით) _ უკვე რამდენიმე წელია, მეუფე იოსების ლოცვა_კურთხევით, ჩოხატაურის სამრევლო სკოლის გუნდები "მოწყალე სამარიტელი" და "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" წარმატებით მონაწილეობენ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს 2010_11 წელს გამოცხადებული კონკურსის ყველა ეტაპზეც და ფინალში მოხვდნენ. ფინალი 21_29 ივნისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. დიდების ჯგუფი _ "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" (მარიამ ხაბეიშვილი, ანა ცინცაძე, ვასილ დოლიძე, მარიამ კალანდაძე, თათია წივილაშვილი, სალომე კიკვაძე, ვალერი გურგენიძე) ფინალში რუსთავის, ზუგდიდისა და ხულოს გუნდებს დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში რუსთაველებმა სძლიეს და საბოლოოდ, სამრევლო სკოლელები მეორე ადგილს დასჯერდნენ. შესაბამისად, ჯილდოდ ტაო_კლარჯეთის მოლოცვა ერგოთ. 29 ივნისს კი პატარების ჯგუფი _ "მოწყალე სამარიტელი" (მარიამ ჩხიკვაძე, მარიამ სიხარულიძე, ნინო ბოლქვაძე, სანდრო ქავთარაძე, რაფაელ კალანდაძე, თამარ ზარბაზოია, ეფემია ხაბეიშვილი) შეხვდა მესტიის, თბილისისა და ზუგდიდის გუნდებს. პირველი ტური ჩოხატაურელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ მეორე ტურში მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე, გუნდმა შესძლო, გათანაბრებოდა წინმსწრებ გუნდებს და თანაბარი 16 ქულით, თბილისისა და მესტიის გუნდებთან ერთად სუპერფინალში გავიდა, აქ კი იმარჯვა გუნდის კაპიტანმა, მარიამ ჩხიკვაძემ და საბოლოოდ, პირველი ადგილი დააფიქსირეს. გამარჯვებული გუნდი სულ მალე იერუსალიმის წმინდა მიწის მოსალოცად გაემგზავრება.

_ ბედნიერი ვარ ამ კონკურსში პირველი ადგილის მოპოვებით, თავიდან ძალიან ვღელავდით. თუმცა, შემდეგ შევძელით ჩვენი ძალების მობილიზება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან შემრცხვებოდა ანასტასია მასწავლებლის. სწორედ მისი დაუღალავი შრომის შედეგია ჩვენი წარმატება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეჩერებას. კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მეცადინეობას და ისევ წარმატებულად მივიღებთ მონაწილეობას მომდევნო სასწავლო წლის კონკურსში, _ თქვა ჩვენთან საუბრისას "მოწყალე სამარიტელის" კაპიტანმა, მარიამ ჩხიკვაძემ.



არქივი