"წამიერებიდან წუთიერებამდე"

gurianews.com

21-ს ქვევით

"წამიერებიდან წუთიერებამდე"

იანვარი 01
04:00:00 1970
(21-ს ქვევით) _ 9 სექტემბერს, ჩოხატაურის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ოთარ მამარდაშვილის წიგნის _ "წამიერებიდან წუთიერებამდე" _ პრეზენტაცია. წიგნი პოლიტიკური ხასიათისაა და მისი "მთავარი გმირი" რუსეთი და რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიაა. ეს ოთარის მიერ დაწერილი პირველი წიგნია და როგორც თავად ამბობს, ამიტომაცაა მცირეგვერდიანი.

_ "მე არც მწერალი ვარ და არც პოეტი, რომ რაიმე დიდი ნაწარმოები შევქმნა. ჩემს წიგნში ჩაწერილი თითოეული სიტყვა გულიდან არის ამოსული. შეიძლება, ვინმეს ფაქტებს მოკლებულიც მოეჩვენოს, ამიტომ ბოდიშსაც ვუხდი. უბრალოდ, მე რაც გულში მედო და მინდოდა, მეთქვა საზოგადოებისთვის, ის დავწერე. შეფასება კი თქვენთვის, ხალხისთვის მომინდია, _ წერს ავტორი თავისი წიგნის დასასრულს.

ოთარ მამარდაშვილმა 2010 წელს დაამთავრა ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა. იგი ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიის პირველი კურსის სტუდენტია. ამავდროულად, არის "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტიის ჩოხატაურის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.



არქივი