ვანო ფიფია ოზურგეთში

gurianews.com

21-ს ქვევით

ვანო ფიფია ოზურგეთში

ოქტომბერი 05
23:30:11 2011
(21-ს ქვევით) _ პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული, ვანო ფიფია ოზურგეთში ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ის თავის დედასთან, ნანა ვიბლიასთან ერთად ოზურგეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეალიბილიტაციის ცენტრის სტუმრობდა. მათი სტუმრობის პერიოდში დაიგეგმა ამავე ცენტრს ბენეფიციარების და ვანო ფიფიას ერთობლივი კონცერტი, რომელიც ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. კონცერტი საქველმოქმედო იქნება და მის ორგანიზებაში დახმარებას ბიზნესმენი ბეგი სიორიძე გაუწევთ.

_ ძალიან კარგი ახალგაზრდები გავიცანი და მათთან ერთად რამდენიმე სიმღერაც შევასრულე, ყველანი უკვე ჩემი მეგობრები არიან. ჩვენ ერთობლივად ჩავატარებთ კონცერტს, _ გვითხრა ვანო ფიფიამ.

მისივე თქმით, ის ახალ რეპერტუარზე მუშაობს და დაგეგმილი აქვს რამდენიმე კონცერტის გამართვასაქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 



არქივი