"ინტერნეტს და წიგნს ერთმანეთთან კონფლიქტი არ აქვთ"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ინტერნეტს და წიგნს ერთმანეთთან კონფლიქტი არ აქვთ"

სექტემბერი 18
14:45:39 2014

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე რამდენიმე დღე გურიაში იმყოფებოდა. კეკელიძემ თანამოაზრეებთან ერთად ჩვენს მხარეში რამდენიმე მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა. ჩვენი გაზეთი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ამ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა

_ ბატონო გიორგი, მკითხველის დიდ მოწონებას იმსახურებს გაზეთ ,,გურია ნიუსში” პერიოდულად დაბეჭდილი "გურული დღიურები,” რომლის ავტორი თქვენ ბრძანდებით. როდის გადაწყვიტეთ ამ დღიურების დაწერა?

_ გურული დღიურები არის ჩემი ცხოვრების სუბიექტური ისტორია, რომელიც მე გავატარე გურიაში, ნაწილობრივ იგულისხმება ქალაქ ოზურგეთის სოფელი ნატანები და ნაწილობრივ _ ჩოხატაურის სოფელი სურები. ეს ამბები უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა, ჩემს ინდივიდუალურ გამოცდილებას, ჩემს დაკვირვებებს აქაურ შესანიშნავ ხალხზე. გურული დღიურები ეს არის მხატვრულ-დოკუმენტური კრებული, რომელიც შეჯერებულია  სხვადასხვა პერიოდის ამბებით. მალე ჩოხატაურში ამ კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

_ თქვენმა ჯგუფმა რამდენიმე სოფლის სკოლას და ბიბლიოთეკას გადასცა კომპიუტერი და წიგნები, რამაც  ახალგაზრდების დიდი სიხარული გამოიწვია.

_ დიახ, რაც შეეხება ამ აქტივობას, ჩვენი ჯგუფი იმყოფებოდა სოფელ სურებში, სადაც კომპიუტერი და წიგნები გადასცა სკოლას. ჩვენ, ასევე, ვიყავით სოფელ ამაღლებაში, სადაც 200 წიგნი შევმატეთ ბიბლიოთეკას და სკოლას. წიგნები გადავეცით სამრევლო სკოლას. აქვე აღვნიშნავ, რომ გაზეთ "გურია ნიუსის” მიერ იგეგმება მედია სახლის გახსნა, რაც, თავისთავად, ძალიან სასიხარულოა.

_ თქვენ ახორციელებთ ძალიან საინტერესო პროექტს _ ციფრული ფოტოალბომის შექმნას.

_ ეს პროექტი ხუთი თვის წინ დავიწყეთ "ჯეოსელთან” ერთად, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა სოფლის ოჯახებსა თუ დაწესებულებებში შენახულ ძველ ფოტოებს, რომლებიც ღირებულია სხვადასხვა თვისებებით და ჩვენ ვახდენთ ამ ფოტოების გაციფრებას. რაც სამომავლოდ მათ დაცვას და თაობებისთვის შენახვას ითვალისწინებს. ჩვენ რამდენიმე ოჯახში ვიყავით, სადაც  ძალიან საინტერესო ფოტოები მოვიპოვეთ. 

_ როგორ ფიქრობთ, ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ინტერნეტი?

_ რაც შეეხება ინტერნეტს და წიგნს, ამ ორ კომპონენტს ერთმანეთთან დიდი კონფლიქტი არ აქვს. ჩემი აზრით, ადამიანს თანაბრად შეუძლია, როგორც წიგნიდან, ასევე, ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციების მოძიება და ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს კონფლიქტი არის ხელოვნური. წიგნიერი ადამიანისთვის კომპიუტერი არის ყველაზე კარგი საშუალება ინფორმაციის მოსაძიებლად.

_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები გურიასთან მიმართებაში?

_ რაც შეეხება მომავალ გეგმებს გურიასთან, ამჯერად ჩოხატაურთან, ვგეგმავთ კიდევ რამდენიმე სოფლის სკოლისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას. მე ჩოხატაურის ბევრ სოფელში ვიყავი და ვესაუბრე ახალგაზრდებს.  მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ სოფლებში აღდგეს    კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. რითაც მიეცემათ საშუალება, გამოავლინონ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები. ასევე, აუცილებელია, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ თანამშრომლების გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და, შესაბამისად, ხელფასების გადახედვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს  და სოფლის განვითარების პროგრამაში კლუბებისა  და ბიბლიოთეკების აღდგენა და განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.    



არქივი