"ქართული ოცნების" კვალდაკვალ "შიშის და ჩურჩულის გარეშე"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ქართული ოცნების" კვალდაკვალ "შიშის და ჩურჩულის გარეშე"

ოქტომბერი 17
01:22:08 2011
ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი "ქართული ოცნება" ინტერნეტსივრცეში 14 ოქტომბერს, 9 საათსა და 44 წუთზე გავრცელდა.

კლიპის ინტერნეტპრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ბერამ ფეისბუქში, საკუთარ კედელზე ანონსი გააკეთა: "ქართული ოცნება" _ დღეს, საღამოს 8 საათზე!!! ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, ეს კლიპი ტელევიზიით არ გავა. მხოლოდ თქვენთვის, მხოლოდ ამ გვერდზე! ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ. შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა... _ ასე დააანონსა ბერა ივანიშვილმა საკუთარი კლიპი.

კლიპის მოლოდინში ბერას ოფიციალური გვერდის ლაიქერების რაოდენობა, თითქმის, 1000 ადამიანით გაიზარდა და 145 000 გადააჭარბა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაციის დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხარვეზები გახდა.

"ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ყველა მედიასაშუალებამ უარი თქვა ამ კლიპის გაშვებაზე, მხოლოდ youtube-ზე შევძელით მისი ატვირთვა. ქართული ოცნება!!! გაუზიარეთ ყველას!!!" _ ასეთი პროლოგი დაურთო ბერამ ფეისბუქზე ახალ კლიპს. მომღერალს არ დაუკონკრეტებია, რომელმა მედიასაშუალებებმა თქვეს უარი კლიპის პრეზენტაციაზე.

რაც შეეხება თავად კლიპს, ბერამ იგი მამის პოლიტიკაში მოსვლას მიუძღვნა. გამოქვეყნებიდან 15 წუთში კლიპს 400-ზე მეტმა ადამიანმა გაუკეთა კომენტარი. უმრავლესობამ ბერას სათქმელის შემოქმედებაში გამოხატვა დადებითად შეაფასა, ნაწილმა პოლიტიკიდან შორს ყოფნა ურჩია, უმცირესობამ კი აღნიშნა, რომ "დიდი ვერაფერია".

"ქართული ოცნების" ყველა კადრი თბილისშია გადაღებული და მასში ახალგაზრდები მონაწილეობენ, მათ შავი მაისურები აცვიათ წარწერით _ "ქართული ოცნება".

აღსანიშნავია, რომ კლიპის ინტერნეტში გამოჩენიდან რამდენიმე წუთში, ასობით ქართველმა ისეთი მაისურის შეძენის სურვილი გამოთქვა, როგორიც ბერას კლიპში ახალგაზრდებს აცვიათ.

ჩვენი ინფორმაციით, ფრაზა _ "ავიხდინოთ ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საარჩევნო მესიჯი გახდება.

"ერთად დგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული, მთელი ცხოვრებაა, ვოცნებობთ, ეს ოცნებაა ქართული. გირჩევ შემეგუო, მოვედი დიდი ხნით.... სცენარი შევცვალე პუბლიკა შოკშია... ვხედავ სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი. არც _ ქონებას, არც _ ფულს, არც _ პრივილეგირებულ მდგომარეობას. მე მესმის ქართულად, მიყვარს ქართულად, გრძნობებს განვიცდი ქართულად. მომავალი ჩვენია, ავიხდინოთ ქართული ოცნება. ვერ წამართვი მიწა, ვერ წამართვი ღირსება, სანამ ვარ ქართველი, საქართველო იქნება. გპირდები, ეს ყველაფერი მორჩება, როგორ გავჩერდე, მთელი თაობა მომყვება", _ ეს არის ნაწყვეტი ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერიდან, რაც ფეისბუქში სტატუსებად უკვე გამოჩნდა. კლიპის ქრონომეტრაჟი 3.18 წუთია და სრულდება სიტყვებით _ "კლიპის ფინალი საქართველოს მოსახლეობის ხელშია", რომელსაც მოსდევს ბერას მამის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები: "შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა, ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ ქართული ოცნება. ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო".

გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, კლიპი ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, რასაც ბერაც გამოეხმაურა: "720-კომენტარი, 2700-მოწონება, 1350-გაზიარება _ ეს ყველაფერი ერთ საათში!!!"

სიტყვები არ მყოფნის იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი მადლიერება! მართლა, ძალიან მიყვარხართ!" _ დაწერა ბერამ ფეისბუქში საკუთარ კედელზე და დასძინა: "შიშის და ჩურჩულის დრო დამთავრდა, ახლა ხმამაღლა, მთელი ხმით, მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს გასაგონად ლაპარაკის დროა, მთელს მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ ქართული ოცნება. ეს არის ერთიანი, მთლიანი, ძლიერი, სამართლიანი საქართველო!" ახალ კლიპს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას მიეძღვნა ძალიან ბევრი კომენტარი მოჰყვა. აი, რას წერენ ფეისბუქში ბერას კლიპზე:

ეკატერინე მერაბიშვილი: მოვიდა დრო, მოვიდეთ ერთად! იმედის მომცემი სლოგანია......

ირაკლი შუნ შუნ: ბერა საღოლ, მაგარია! ქართული ოცნება ახდება!!!

მარინე კუპრეიშვილი: ყველაფერს ქართულს და საქართველოს გაუმარჯოს!

სოფო გრძელიშვილი: ახლა გაჩერება სამუდამოდ გაჩერებას ნიშნავს!

ანატომია, ანატომია: კლიპი იყო არაჩვეულებრივი! ტექსტი უფრო მეტად კარგი, დახვეწილი, გულისამაჩუყებელი და რაც მთავარია, შიგნით ჩადებული იყო სიმართლე... მომეწონა და კიდევ ეს მაიკები გვინდაა. ძალიან ბევრი მსურველია!

ეკა ქობალია: ეს ჰიმნია, ჰიმნი ახალგაზრდებისთვის...

ლაშა ზარანდია: ბერა, არ ვიცი, ხარ თუ არა კარგი მომღერალი, მაგრამ დღევანდელი დღით აჩვენე, რომ პოლიტიკა და ფული აირჩიე!!!

ხათუნა ხუნდაძე: ბერა, მავანი გაკრიტიკებს და მათთვის ვწერ ამას. ხალხნო, ეს სიმღერა რომ შედევრი არ არის, ამას ყველანი კარგად ვხვდებით, მაგრამ 16 წლის ბავშვის დაწერილი სიტყვები საოცრად თბილი და კეთილია. კლიპი რომ იაფფასიანია, მე ესეც მომწონს, იმიტომ, რომ 100000000 ამაში დახარჯვა, ნამდვილად არ იქნებოდა ლამაზი, მაგრამ ამ ბავშვმა თავისი ძალით მამისადმი იმხელა მხარდაჭერა გამოხატა, რომ Respett დანარჩენს კი მართლა დრო გვაჩვენებს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ადამიანი ვარ და მგონია, რომ არც თუ ისე ცუდია და ამიტომ მჯერა, რომ ეს ოჯახი საოცრად ადამიანური და ქველმოქმედია, მჯერა და რა ვქნა? ღმერთმა ძალა მისცეს და ამრავლოს ასეთები...

ნოდარი ჯოჯუა: არც ვუსმენ ეგეთ ბანძ კლიპებს და ძალით პარტრიოტებს ვერ ვიტან.

George Carter: მე მართლა ვერ ვხედავ, რომ წინ მივდივართ... იმიტომ, რომ მიშას მოსვლის მერე ძირითადად ყველა სტრატეგიული ობიექტიც დაიკარგა და ტერიტორიაც. ივანიშვილს საქართველოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებია? მიშამ რა გააკეთა კარგი ერთი მითხარი. ფასები გააძვირა? ტერიტორიები დაკარგა? ისრაელი გადაიკიდა? მე რომ არ ვმუშაობ 16-ლარიანი ხორცი როგორ ვიყიდო, მიპასუხეთ!

Power Ranger: ახლა გახდა ქართველი ეგ და მამამისი? აქამდე სად იყვნენ მარტო თავისიანები რო ახსოვთ. ხალხი კიდე კიდიათ და ახლა სპეკულირებენ.

George Carter: მე, პირადად ,არ ვარ არავის ადვოკატი, მაგრამ როდესაც აგინებ ადამიანს, რომელზეც ცუდი არაფერი გაგიგონია, პროსტა, ტეხავს. შენ შეიძლება, მიშა მოგწონს, მე კიდევ არ მომწონს იმიტომ, რომ რეალურად შემოსავალი არ მაქვს იმდენი, რომ ამ ფასებში რაც ახლაა, საქართველოში ვიცხოვრო. არც სამუშაო ადგილები იქმნება, რომ ადამიანმა იმუშაო და მშიერი არ მოკვდე. თორე ბიძინა როგორი იქნება, ეგ, ღმერთის გარდა არავინ იცის.

ინო ყიფიანი: ასეთი ლანძღვა-გინებით გინდათ საქართველო და ქართველები გადაარჩინოთ? მამას გვერდით დაუდგა შვილი! რა კლიპის გარჩევები და ანალიზი მოინდომეთ. სადღეგრძელოები კარგად გეხერხებათ მამაშვილობას გაუმარჯოსო... პატივი საკუთარ თავს ეცით პირველ რიგში, სულერთია, მოგწონთ თუ არა...

მაია ჩივაძე: ყველა იმ ჭუჭყიანი კომენტარის ავტორს მივმართავ, რაც ამ ახალგაზრდის მიმართ არის ბოღმით ამონთხეული და გაუთავებლად ფულის და მისი ფუფუნების ყელში ამოყვანით, რომელიც, როგორც გეტყობათ, გშურთ და გულზე გხეთქავთ. თანაც ბუნებამაც არ დაგაჯილდოვათ კეთილშობილებით, აღზრდაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. თორემ ვინ გაძალებთ მოწონებას. რაიმეს შეფასება და მოწონება, უბრალოდ, გემოვნების საკითხია და ამაზე არც კამათობენ. ასევე უნდა აღვნიშნო: თქვენი გამკვირვებია _ რუსეთს მიყიდა დღევანდელმა ხელისუფლებამ ნახევარი საქართველო და ზედ ქართველი ხალხის სიცოცხლეც მიაყოლა. ისევ ამ დღევანდელი ხელისუფლებისგან ამერიკელებს ნაყიდი ჰყავთ და აგრძელებენ ყიდვას სასაკლაოზე _ ავღანეთსა და ერაყში გასაგზავნ ქართველ ჯარისკაცებს. ახლა დაფიქრდით საკუთარ თავზე, თქვენ თვითონ ყურმოჭრილო მონებო, ამ ხელისუფლების და მისგან გადმოგდებული, ნავაჭრში მონარჩენი ხურდებით. კარგად დააკვირდით საკუთარ თავს. თქვენთვის გულში ლახვარია ამ თოვლის ფიფქივით თეთრი მოზარდის გულწრფელობა და სილაღე. თქვენ, საკუთარი თავის ღირსება და პატივისცემა რომ გაგაჩნდეთ, ასეთი გაბოროტებულები და ბოღმები ხომ არ იქნებოდით.

დათო გულუა: ახლა რეალურად შევხედოთ ყველაფერს. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, აშკარად უფრო მეტია, ვიდრე იყო...

მაგალითად, ჩამოგითვლი რა იყო და რა არის ახლა:

1. არ იყო ბანკები (ძალიან ბევრი დასაქმდა ამ სფეროში);

2. არ იყო მშენებლობები (ძალიან ბევრი დასაქმდა აქაც);

3. სხვადასხვა წვრილწვრილი სექტორები (არასამთავროები, მაღაზიები, ბარები);

4. ტურისტული სექტორი; 5 . და ა.შ

ადგილს თუ ვერ მოერგე, იქნებ პრობლემა შენშია? და არა სამუშაოს დეფიციტში???

იკა ჩალაძე: რა გაუკეთებიაო, რო ამბობთ, რატო უნდა გაეკეთებინა, ვაბშე, ის, რაც გააკეთა. ჯერ მაგით დავიწყოთ. ვალდებული იყო? არანაირი სამთავრობო ფიგურა არ ყოფილა ბიძინა არასდროს და ვალს რატო ადებთ? თუ უნდა მოსულიყო და ფულები დაერიგებინა? ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ამხელა ეკლესია ააგო, სააკაშვილს ერთი ეკლესია მაინც აუშენებია რვა წლის განმავლობაში? ქურდობას რო შესჩივიხართ და აღარ არისო, ზატო, ეხლა ბოზობაა ხოდში და იბოზეთ მაშინ! შრომა არ უფასდება ხალხს და ეს არის, მეტი არაფერი, 300 და 500 ლარზე არაა აქ ლაპარაკი. რატო უნდა იდგეს ქართველი ნასწავლი კაცი ბაზარში და რატო უნდა ყიდდეს კომბოსტოს, როცა წითელი დიპლომი უყროლდება სახლში დებისგან? იმიტო, რო ერთი ადგილის განძრევა ეზარება? თუ ის ნაკლებად განათლებულია ჩვენს ჭკუამოსილ "მმართველთან" და მის ვეზირებთან შედარებით?

ნოდო ხიდაშელი: საქართველო გაბრწყინდება, დამიჯერეთ, ამ კაცის მოსვლით. ივერია გაბრწყინდება!!! დადგა ჟამი!!! მიშას დრო წავიდა!!! ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს. ეხლა ერთსულოვნებაა მთავარი. თბილისში ქართულ საუბარს ვერ გაიგონებ. თავისი გაიტანეს. ხვალ მეჩეთებს აგვიშენებენ, მოლა დილას რომ ჩაირთვება, საღამომდე არ გაჩერდება. ნახევარ რუსთავში უბნებს ეიდარ ალიევის პარკი და ქუჩები დაერქვა.

დათო გულუა: მე მაინც მგონია, რომ მიშას იმხელა მხარდაჭერა აქვს, რომ, უბრალოდ, არ სჭირდება მსგავსი აფიორები, როგორ გგონიათ, მოვა უცბად ივანიშვილი, მიშა წავა ეგრევე და ჭირი იქა ლხინი აქა?! ტერიტორიების დაკარგვა კი მიშამდე დიდი ხნის წინ დაწყებული პროცესი იყო... ეს ისტერიული განცხადებები ძახილის ნიშნებით, ძირითადად, ფუჭია ხოლმე.

George Carter: არც ისე დიდი მხარდაჭერა აქვს. ავტობუსებით არ უნდა მიჰყავდეთ ხალხი მხარდასაჭერად, თან სოფლებიდან.

ბერას ახალი კლიპის გარჩევა ფეისბუქში დღესაც მიმდინარეობს. კომენტარების უმეტესობა, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ კლიპის გამოსვლიდან მეორე დღეს, ბალის და მაგთის აბონენტებს მიეცათ საშუალება, რომ ეს სიმღერა, უფასოდ დაეყენებინათ ზუმერად. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ სერვისით, გასულ ორ დღეში 2000-ზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა.



არქივი