გაიცანით განახლებული "ბახმარო"

gurianews.com

21-ს ქვევით

გაიცანით განახლებული "ბახმარო"

ოქტომბერი 23
13:44:49 2014
ფოტოები ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზეა გადაღებული. საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" განახლებული შემადგენლობა ჰყავს. გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ფეხბურთელები ამბობენ, რომ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს _  25 წლის სანდრო შონია, რომელიც წლების განმავლობაში "ბახმაროს" ფეხბურთელი იყო. იგი ამბობს, რომ მთავარი ხარისხი, მონდომება და თავდაუზოგავი შრომაა.
_ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ვეცდებით, შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, _ აღნიშნა შონიამ.
მწვრთნელის მსგავსად, ფეხბურთელებიც ამბობენ, რომ წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო:
_ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ წარმატებული გუნდი. 2 თვეა, რაც ახალი შემადგენლობით დავიწყეთ თამაში. აქ მყოფთაგან რამდენიმესთვის "ბახმარო" პირველი პროფესიული გუნდია. ვეცდებით, მაყურებლის იმედი გავამართლოთ და ჩვენი თამაშით, წარმატებით ყველა გავახაროთ, _ ამბობენ ფეხბურთელები.
"ბახმარო" ახლა "მერცხალი 2"-თან სათამაშოთ ემზადება.
_ ხვალ "მერცხალი 2"-ს ვხდებით. თამაში ურეკში, 3 საათზე იწყება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩოხატაურში წარმატების ქულა ჩამოვიტანოთ. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ ჩოხატაურში გამარჯვებულები დავრუნდებით, _ გვითხრა სანდრო შონიამ.
"ბახმაროელები" ამბობენ, რომ მათთვის მაყურებლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას მოუწოდებენ ქომაგობისკენ:
_ "ბახმარო" თქვენი გუნდია და უქომაგეთ! ეს ჩვენ ძალას გვმატებს! _ ამბობენ ფეხბურთელები.


არქივი