პროკურატურის აქციები ჩოხატაურში

gurianews.com

21-ს ქვევით

პროკურატურის აქციები ჩოხატაურში

ნოემბერი 20
13:59:22 2014

 31 ოქტომბერს, საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ჩოხატაურის, ოზურგეთის და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით, დაბა  ჩოხატაურში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით _ "არა ნარკოტიკს", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდობაში ჯანსაღი  ცხოვრების წესის  დამკვიდრებას.
15 ნოემბერს კი, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  შუა ფარცხმის  საჯარო  სკოლაში  გაიმართა  გამწვანების  აქცია, რა დროსაც ამავე სკოლის ეზოში მოსწავლეებმა დარგეს ნეკერჩხლისა და კაკლის ხეები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი გარემოს შექმნაში ახალგაზრდობის ჩაბმას.   
აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობდა ოზურგეთის რაიონული  პროკურატურის პროკურორი დავით შვანგირაძე.  
როგორც გვითხრეს, უახლოეს ხანში  ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარდება ლექცია-სემინარები თემაზე _ არასრულწლოვანთა  დანაშაულის  პრევენცია  და  ნარკოტიკები.



არქივი