ორიგინალურად გაცილებული შემოდგომა

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ორიგინალურად გაცილებული შემოდგომა

დეკემბერი 04
14:05:45 2014

გასულ კვირას, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ სკოლის ეზოში ძალიან ლამაზი ღონისძიება  გამართა, პირველი (კლასების ხელმძღვანელები: ირმა ჯინჭარაძე, ნათია თოდრია), მეორე (კლასის ხელმძღვანელი თინათინ მათითაიშვილი), მესამე (კლასის ხელმძღვანელი თამარ მინდაძე) და მეოთხე კლასების (ხელმძღვანელი ირინა ნინიძე) მოსწავლეებმა მაყურებელს კარგი თეატრალიზირებული წარმოდგენა ანახეს და შემოდგომა მხიარულად გააცილეს. შეშაც დააპეს, ცეცხლის დაანთეს, თათარაც მოადუღეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.

ზურიკელას, უცხოელ პედაგოგს, ოლღას, ილიკოს, ილარიონს ენაცვლებოდნენ კარგი მელექსეები, მომღერლები.

ეზოში გამართული ღონისძიება გამვლელების ყურადღებასაც იპყრობდა. სწორედ ასე აღმოჩდნენ ღონისძიებაზე გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზვიად მამალაძე და გამგებელი ირაკლი კუჭავა:

_ იმდენად სასიამოვნო ხმები ისმოდა, რომ სულ სხვა საქმეზე გამოსულები შემოგვიყვანა. ყოველთვის მიხარია ამ სკოლაში მოსვლა, ამ არაჩვეულებრივი ბავშვების ნახვა, მათი მოსმენა. ეს სკოლა ჩვენს ქვეყანას მართლა ღირსეულ თაობას უზრდის და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ, _ აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ.

ზაალ მამალაძის განმარტებით, ამ ღონისძიებამ, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც მონაწილეობდნენ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს:

ამ ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სკოლას, პედაგოგებს, თითოეულ მონაწილეს, მშობლებს, ამ ლამაზი ღონისძიებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ამ ბავშვებს სამშობლოს სიყვარულს ყოველდღე უძლიერებენ. ეს ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა, გაფრთხილება ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, _ აღნიშნა მამალაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, ასე ქართულად აღზრდილი თაობა ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია:

_ როცა ვხედავთ ამ მონდომებას, ამ ქართულ სულს, ამ ლამაზ ბავშვებს, ძალიან გვიხარია. ესენი ჩვენი მომავალია  და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა იცხოვრონ ერთიან, ძლიერ საქართველოში, _ დასძინა კუჭავამ.

"შემთხვევითმა" სტუმრებმა, არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად სკოლას თანადგომა აღუთქვეს.



არქივი