"ძალადობისგან დაცული არავინაა"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ძალადობისგან დაცული არავინაა"

დეკემბერი 04
14:14:15 2014
"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ლანჩხუთის ლიდერთა სკოლის მოზარდებმა ქალთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
_ ქალებზე ძალადობა ჩვენი, მთელი საზოგადოების პრობლემა და დანაშაულია. დღეს ჩვენ გარშემო, ნაცნობებში, მეგობრებში ქალებზე ძალადობენ, ყოველდღე. ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად. მოძალადეს არ აქვს ერთი პროფილი _ მაღალი ან დაბალი, მდიდარი ან ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელი _ მოძალადეები არსებობენ ყველა სოციალურ ფენაში. ძალადობისგან დაცული არავინაა, _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
მოსწავლეება ერთგვარი კონფერენციაც მოაწყვეს თემაზე _ "ბულინგი სკოლაში" და სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად დაწერილი ესეები და თემები წაიკითხეს. თითოეული მათგანი ცალკეულ შემთხვევასა და ფაქტს მიანიშნებდა.
მოსწავლეებმა თავიანთი გაკეთებული პლაკატები იატაკზე განათავსეს. მათი შინაარსი ერთგვარ თეზისად გამოადგა  სტუმარს. სტუმრად კი "ლიდერთა სკოლამ" ერთ-ერთი მანდატური მოიწვია, რომელმაც ინფორმაციული პრეზენტაცია გააკეთა. ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას 30 მოსწავლე ესწრებოდა. სკოლის ეზოში გამართული აქციით მონაწილეებმა დაგმეს ბავშვთა ბულინგი.


არქივი