ჩოხატაური "ევროპის ადგილობრივი ახალგაზრდული დეპარტამენტების ქსელში" ჩაერთო

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ჩოხატაური "ევროპის ადგილობრივი ახალგაზრდული დეპარტამენტების ქსელში" ჩაერთო

დეკემბერი 11
14:22:28 2014
2014 9-11 ნოემბერს ნიდერლანდების ქალაქ სენთოღენბოშში გაიმართა Intercity Youth 2014 – ის მესამე კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპის 15 ქვეყნის 50 წარმომადგენელმა. მათ შორის იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ნაზი ბერძენიშვილი.
კონფერენციის მთავარი სლოგანი  იყო "ინოვაციების დანერგვა ახალგაზრდულ პოლიტიკაში".
ბერძენიშვილის თქმით,  პროგრამის მთავარი მიზანი ახალგაზრდულ პოლიტიკაში ინოვაციების დანერგვა მუნიციპალურ დონეზე და Intercity Youth ქსელის დაარსება იყო.
"ევროპის ადგილობრივი ახალგაზრდული დეპარტამენტების  ქსელში" ოფიციალურად ჩაერთო და მემორანდუმს  დოკუმენტს ხელი მოაწერა თორმეტმა  ქვეყანამ, ამათგან ერთ-ერთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტია.
ქსელის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების  შემუშავებას; სპეციალური განვითარების გეგმის განსაზღვრა ახალგაზრდული საჭიროებების გათვალისწინებით;  ახალგაზრდულ  საკითხებზე მუშაობის პროპაგანდა, როგორც არაფორმალური განათლების პლატფორმა;  ახალი მეთოდებისა და პრაქტიკის გაზიარება ახალგაზრდულ საკითხებზე სამუშაოების განვითარებისთვის;  თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ დეპარტამენტებს შორის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაზი ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, 9 ნოემბერს, შეხვედრა დაიწყო "ევროპის ადგილობრივი ახალგაზრდული დეპარტამენტების  ქსელის" წევრების გაცნობით, რომლებიც, წესდების თანახმად, ამავე დროს არიან ორგანიზაციის გამგეობის სრულუფლებიანი წევრები და აქტიურად ჩაერთვებიან გადაწყვეტილებების მიღებაში.
_ დღის მთავარი მოვლენა გახლდათ ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი ევროპის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდულ დეპარტამენტებსა და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ. დეკლარაციას საზეიმოდ  ხელი მოაწერა 12 ორგანიზაციამ: ნიდერლანდები, საქართველო (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი, ფინეთი, შვედეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, _ დასძინა ბერძენიშილმა ჩვენს გაზეთთან საუბრისას.
_ დღის ბოლოს მოეწყო სასწავლო ვიზიტი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თემაზე: ახალგაზრდული კულტურული შემოქმედება და მათი სტიმულირება სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაში. 10 ნოემბერს მიღება მოეწყო ქალაქ სენთოღენბოშის მერიაში. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გაგვაცნო ქალაქის მერმა, ბატონმა ტონ რომბოუტსმა, რომელიც ასევე არის  რეგიონების კომიტეტის წევრი და ნიდერლანდების ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის თავმჯდომარე.
შეხვედრაზე მოწვეული იყო ნიდერლანდების ჯანმრთელობის დაცვისა და სპორტის სახელმწიფო მდივანი. მან ისაუბრა ახალგაზრდებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე,  როგორც მათი განვითარების ხელშეწყობის ინსტრუმენტზე.
ფლორ ჰოუთმა, რომელიც  ევროკომისიის ახალგაზრდული  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა, მოხსენება წაიკითხა ახალგაზრდული საკითხებზე მუშაობის როლზე  ევროკავშირის განვითარებაში.
უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორმა მიჩა ვინთერმა გაგვაცნო თავისი ხედვა ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობის თვითმყოფადობასა  და მნიშვნელობაზე. შეხვედრის მთავარი კულმინაცია იყო ქალაქ სენთოღენბოშის ახალგაზრდული ცენტრების მონახულება,  სადაც გაიმართა დებატები თემაზე, როგორ ვმართოთ ახალგაზრდების თავისუფალი დრო და განხილული იყო ყველა მონაწილე ქვეყნის გამოცდილება და პრაქტიკა. ასევე, ნიშანდობლივი იყო ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართვა აღნიშნულ დებატებში, მათ მკაფიოდ და რეალურად ახსნეს და განიხილეს ქვეყნის ახალგაზრდობის ცხოვრების სტილი და მათი თავისებურებანი.
ქალაქი სეღთოგენოში, პირობითად, 8 უბნად იყოფა. ყველა უბანში აშენებულია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სხვადასხვა სახის სტუდია. აქ არის როგორც საოფისე სამუშაო, ასევე, მუსიკალური, სპორტული და დრამის სტუდიები. "ახალგაზრდული მუშაკები", რომელიც ჩვეულებრივი პროფესიაა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მთელი დღის განმავლობაში დროს ატარებენ ქუჩაში და ცდილობენ, გაეცნონ და დაუახლოვდნენ მათ უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ჩართონ ცენტრის მუშაობაში. მოგვიანებით კი, ცენტრში მისვლის შემდეგ ბავშვებს სრულიად ეკარგებათ სურვილი უსაქმურად იდგნენ ქუჩაში. გარკვეული დროის მოპოვების შემდეგ, მოზარდები იღებენ საკუთარ გასაღებს და შეუძლიათ, მივიდნენ ახალგაზრდულ ცენტრში, მაშინ, როცა მათ სურთ. თავის მხრივ, ცენტრის ხელმძღვანელები მათ ერთგვარ ნდობას უცხადებენ, ეს კი, მოზარდებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, _ აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ქსელის ოფიციალური წევრებისთვის შემდეგი შეხვედრა გაიმართება თებერვალში,  შვედეთში, სადაც შედგება  ორგანიზაციის საბჭოს წევრების  სხდომა. არჩეული იქნება ბორდის წევრები და ასევე, განიხილება ქსელის მუშაობის დეტალური გეგმა.


არქივი