სანომრე ნიშნები სპეციალურად მოსწავლეებისთვის

gurianews.com

21-ს ქვევით

სანომრე ნიშნები სპეციალურად მოსწავლეებისთვის

დეკემბერი 03
14:55:01 2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, მომსახურების სააგენტოს რეგიონების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილებას ჩოხატაურის #1, სოფელ ამაღლების და სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ.

ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის" ფარგლებში გახორციელდა. მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ, "3D" ბილეთებს გაეცვნენ და გამომცდელთან ერთად პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ.



არქივი