წერის თავისუფლებასაც უზღუდავენ?!

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

წერის თავისუფლებასაც უზღუდავენ?!

იანვარი 01
04:00:00 1970

ჩვენი გაზეთის რუბრიკა “რას დაარქმევდით?" არაპოლიტიკურია. რიგითი ადამიანები, ფოტოებს სახელებს საკუთარი შეხედულებით არქმევენ. არცერთ შემთხვევაში, რედაქციის პოზიცია გამოხატული არ არის და, წერილობით თუ სმს-ით გამოგზავნილი ყველა კომენტარი დღემდე ინახება.

ცოტა ხნის წინ, ამ კომენტარებს საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ "უნიჭო ლექსები" უწოდა და ბრალი შეურაცხყოფაში დაგვდო; მისი აზრით, “4 წელია, გამიზნულ, პროვოკაციულ, ცილისმწამებლურ, დამცინავ სტატიებს" ვწერ "ვითომ დემოკრატიის მანტია გადაფარებული"; ფაქტია, რომ საკრებულოს თავმჯდომარისთვის დემოკრატია სულ სხვა განზომილებაა _ ამის თქმის საფუძველს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ხუნდაძის "მამაშვილური დარიგეგები" გვაძლევს: "...ჯერ კიდევ არ არის გვიან დასაფიქრებლად, წინ მთელი ცხოვრება გელოდება. პასუხს მიიღებ და გაიგებ 10 წლის შემდეგ. ახლა არ თქვა, მემუქრებიან, "ჟურნალისტურ" საქმიანობაში ხელი მეშლებაო და როგორც გჩვევიათ, პოლიციაში, სასამართლოში და დიპლომატიურ უწყებებში საჩივარი არ შეიტანოთ, მამაშვილურ რჩევებს გაძლევ, როგორც მოქალაქე, ასაკით შენზე უფროსი..."

თუმცა, როცა ხუდაძე დემოკრატიაზე სოციალურ ქსელში "ლექციებს კითხულობს", სოფელ გუთურის რწმუნებული, სავარაუდოდ, სწორედ ხუნდაძის დავალებით, ჩვენი გაზეთის და რუბრიკის _ “რას დაარქმევდით" ერთგულ მკითხველს ქუჩაში დახვდა და გამოგზავნილი კომენტარების გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა:

_ ნუ წერ მსგავს რამეებს. ანტონმა თქვა, მისთვის არაფერი დამიშავებია და ასეთ ლექსებს რატომ მიწერსო. ცუდს არაფერს ვწერ. ფოტოებს სახელს ვარქმევ და ამაში, მგონი, დანაშაული არაფერია. რწმუნებულმა მითხრა, მიდი ბატონ ანტონთან და ბოდიში მოუხადეო. ისიც მითხრა, უთხარი, რომ გაძალებდნენ ამის დაწერასო, _ გვითხრა ჩვენმა აქტიურმა მკითხველმა ლ.გ-მ.

ამ ფაქტს, არც სოფელ გუთურის რწმუნებული, მალხაზ გიორგაძე უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მკითხველისთვის "კატეგორიულად არაფერი" მოუთხოვია:

_ "მე ვუთხარი, რაია, რა ხდება, რას ნიშნავს ასეთი რაღაცეები-მეთქი. ამხელა ქალი ხარ და არ გეკადრება-მეთქი. ჩემი კლასელია და ვუთხარი, რად გინდა ასეთი რამეები-მეთქი" (საუბრის სტილი დაცულია), _ ამბობს გიორგაძე.

აი, ასეთია ხუნდაძისეული დემოკრატია _ საჯარო მოსამსახურეები ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და მათ ფუნდამენტურ, კონსტიტუციურ _ თავისუფლებას უზღუდავენ; დემოკრატია, რომელიც მხოლოდ ჩინოსნების ახლობლებს ასაქმებს და დემოკრატია, რომლითაც მხოლოდ ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებიც ხელისუფლებაში არიან.

ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხზე ხუნდაძესაც გავსაუბრებოდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ჩოხატაურის მუნიცპალიტეტის გამგებელი, ლელა იმედაშვილი კი დაგვპირდა, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

თუმცა, მანამდე გვინდა, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ არავის მივცემთ უფლებას, შეურაცხყოს და დააშინოს ჩვენი მკითხველი. არავის აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ჩვენი კონსტიტუციური უფლების გაცხორციელებას და ამიტომ, ხუნდაძის "მამაშვილური რჩევის" მიუხედავად და მისგან განსხვავებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სამართალდამცველებს და თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც მივმართავთ ჩვენი მკითხველის უფლებების დასაცავად, რადგან, "ძველბიჭური იდეოლოგია" დემოკრატიას ვნებს.



არქივი