გიორგი ფირცხალაიშვილი "ევერესტის" გამარჯვებული გახდა

gurianews.com

21-ს ქვევით

გიორგი ფირცხალაიშვილი "ევერესტის" გამარჯვებული გახდა

თებერვალი 10
19:51:46 2016

ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე  გიორგი ფირცხალაიშვილი ოლიმპიადა "ევერესტი" შემოდგომა-ზამთრის გამარჯვებული გახდა გურიის მასშტაბით, ხოლო რესპუბლიკის მასშტაბით, საუკეთესოთა შორის მოხვდა.

როგორც გიორგის ახლობლებმა გვითხრეს, ეს მისი პირველი წარმატება არ არის. გიორგი არაერთი მათემატიკური ოლიმპიადის მონაწილე და გამარჯვებულია. ასევე წარმატებით თამაშობს ჭადრაკს.

ამავე სკოლის ორი მეოთხე კლასელი _ ჯემალ აფხაძე და ზურაბ ყურავა რეგიონის მასშტაბით საუკეთესო ათეულში შევიდნენ.

ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, თელავისა, გურჯაანის, ბორჯომის, ლანჩხუთის, ახალციხისა და საჩხერეს რაიონების კერძო და საჯარო სკოლების 25 111-მდე მოსწავლე და 500-მდე პედაგოგი.

ინფორმაციისთვის, "ევერესტი" 2009 წელს სკოლა XXI საუკუნის მოსწავლეების და მათემატიკის მასწავლებლის დაჩი ნანობაშვილის მიერ იქნა დამფუძნებული. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები.

ოლიმპიადის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებასა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევას. ბავშვებმა განივითარონ ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარი; გაეცნონ საინტერესო ამოცანებს, მიიღონ ტესტური დავალების შესრულებისა და ოლიმპიადაში მონაწილეობის გამოცდილება.

ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში.



არქივი