"ხშირად არ მაქვს ადამიანებთან კონტაქტის საშუალება"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ხშირად არ მაქვს ადამიანებთან კონტაქტის საშუალება"

თებერვალი 22
13:34:57 2016

ნუგზარ ტაკიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ცხოვრობს, იგი XI კლასის მოსწავლეა, თუმცა თავის თანატოლებთან ერთად არ დადის სკოლაში. შეზღუდული შესაძლებლობის გამო, ის შინ სწავლების სახით ეუფლება ცოდნას  და  მის მიერ შერჩეულ ხუთ საგანში მეცადინეობს.

ჩემი მასთან სტუმრობაც იმ მიზანს ემსახურებოდა, თუ რამდენად კმაყოფილია სახლში ჩატარებული გაკვეთილების ხარისხით და რა მიზნები აქვს მომავალში. 

თავიდანვე გაგიმხელთ, რომ ჩემმა მოლოდინმა გაამართლა და მასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ჩემი სპეციალობის შესაბამისად, ისტორიის ერთი გაკვეთილი ჩავატარეთ, მიმოვიხილეთ საქართველოს  საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა, გადავწყვიტე  მასთან მცირე ინტერვიუ ჩამეწერა.                                                       

_ ნუგზარ, პირველ რიგში, საზოგადოებას გააცანი, ვისთან ერთად ცხოვრობ, რას საქმიანობ, რით ერთობი და საერთოდ, როგორია შენი ყოველდღიურობა...

_ ვცხოვრობ მშობლებთან ერთად, ძირითადად, დროს მარტოობაში ვატარებ, რა დროსაც ვკითხულობ წიგნებს, ვსარგებლობ ტელეფონით და კომპიუტერით, თუმცა, ვინაიდან ჩვენთან სოფელში ინტერნეტის ქსელი არ არსებობს, ინტერნეტ მოდემით ვსარგებლობ, მაგრამ მეგაბაიტების ყიდვა ჩვეულებრივ ნომერზე ძვირია, ჩემს მშობლებს კი ამდენი საშუალება არ გააჩნიათ. მაგთის კორპორატიული ნომერი ვერ ვიშოვეთ, რომელზედაც ბევრი მეგაბაიტი ირიცხება, თორემ, უფრო მეტს ვისარგებლებდი.    

ჩემი ცხოვრება, ძირითადად,  ერთფეროვანია, ხშირად არ მაქვს ადამიანებთან კონტაქტის საშუალება. ისედაც გადაადგილება მიჭირს, ხოლო კუთხე, სადაც ვცხოვრობ, სოფლიდან მოშორებითაა. ერთადერთი, მასწავლებლების მოლოდინი მაქვს, რომელთა მოსვლაც ძალიან მახარებს, რისთვისაც მთელ პედაგოგიურ კოლექტივს მადლობას ვუხდი.

_ რამე ისეთი პრობლემა ხომ არ გაწუხებს, რომლის მოგვარებაც, შენი აზრით, ახლო მომავალში შეიძლება?

_ რაც ახლა ძალიან მინდა მქონდეს, ეს მაგთის კორპორატიული სიმბარათია.

_ რამდენად კმაყოფილი ხარ სახლში ჩატარებული გაკვეთილებით და რა მიზნები გაქვს?

_ მიუხედავად  იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ინტენსიური მუშაობა არ შემიძლია, პედაგოგები ამ პირობებში მაქსიმალურად მეხმარებიან, პროფესია არ შემირჩევია, მაგრამ ის კი გადაწყვეტილი მაქვს, ეროვნული გამოცდები ჩავაბარო და პროფესია მივიღო.

_ გაქვთ თუ არა კავშირი შესაბამის ორგანიზაციებთან და სხვა შშმ პირებთან?

_ დიახ, რეაბილიტაციის კურსებს მიფინანსებენ. ღონისძიებაც იყო დაგეგმილი 3 დეკემბერს და ახალ წელს, ვემზადებოდი კიდეც სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ ჩატარებულა. მიზეზი კი არ ვიცი, რა იყო...

_ რას უსურვებდი საქართველოს?

_ გამთლიანებას, ეკონომიკურ ძლიერებას, სიმშვიდეს, მეტი სითბოს და  სიყვარულის გამოხატვას ერთმანეთის მიმართ.

ჩემი ვიზიტი დასრულდა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ნუგზარ ტაკიძესა და მის ოჯახთან ერთად გატარებული რამდენიმე საათით. 

ჩემი პირობა კი _ ვუშოვო მაგთის კორპორატიული სიმბარათი აუცილებლად უნდა შევუსრულო.

რევაზ ირემაძე, ზოტის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე



არქივი