მხო­ლოდ გა­მარ­ჯე­ბა­ზე მო­ფიქ­რა­ლი

gurianews.com

21-ს ქვევით

მხო­ლოდ გა­მარ­ჯე­ბა­ზე მო­ფიქ­რა­ლი

იანვარი 01
04:00:00 1970
ბა­ჩი (ე­ლიზ­ბარ) სად­რა­ძე ახ­ლა 18 წლი­სა­ა, აბი­ტუ­რი­ენ­ტია და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბა. თა­ვი­სი ასა­კის­თვის უჩ­ვე­უ­ლო მო­ნა­პო­ვა­რით შე­უძ­ლია ია­მა­ყოს, თუმ­ცა რი­დით სა­უ­ბა­რი მი­სი ჩვე­უ­ლი მა­ნე­რა­ა.

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შე­მოქ­მედ­ში და­ი­ბა­და. მე­რე მოხ­და ისე, რომ თბი­ლი­სის 126-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და ოზურ­გე­თის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მე­ექ­ვსე კლას­ში გად­მო­ვი­და. სწავ­ლის ტრფი­ა­ლი დაწყ­ე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან­ვე იყო, თუმ­ცა არა­ერ­თი კლას­გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბაც ბევ­რჯერ იგე­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თა­ვი ისა­ხე­ლა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში "რა, სად, რო­დის" და შე­მეც­ნე­ბით პრო­ექ­ტში "ე­ტა­ლო­ნი". გა­სულ წელს ექ­სტერ­ნად და­ამ­თავ­რა ოზურ­გე­თის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა. ეს ნა­ბი­ჯი იმი­ტომ გა­დად­გა, რომ ახ­ლა, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჟამს 12 გა­მოც­დის ნაც­ვლად, (რვა სა­ა­ტეს­ტა­ტო და ოთხი ეროვ­ნუ­ლი). მხო­ლოდ ოთხ გა­მოც­და­ზე ეზ­რუ­ნა.

ჩვე­ნი მო­რი­დე­ბუ­ლი რეს­პო­დენ­ტი ცო­ტა ხნის წინ მა­კე­დო­ნი­ა­შიც იყო, რო­გორც გუ­რი­ის ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის ლი­დე­რი. ამ და კი­დევ არა­ერთ წარ­მა­ტე­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლო ფიქ­რებ­სა თუ ოც­ნე­ბებ­ზე თვი­თონ მოგ­ვიყ­ვე­ბა. სხვა­თა შო­რის, ღი­ად გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი­ა, თუმ­ცა და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე მხო­ლოდ სტუ­დენ­ტო­ბის შემ­დეგ იფიქ­რებს და სჯე­რა, რომ ამ ზე­ა­მაღ­ლე­ბულ გრძნო­ბა­შიც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

_ ბა­ჩი, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ სწავ­ლა­ში. რო­დის მი­აღ­წიე პირ­ველ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გა­მარ­ჯვე­ბას, რა­მაც სა­მო­მავ­ლო სტი­მუ­ლი მოგ­ცა?

_ მეცხ­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში "რა, სად, რო­დის", აქ გა­მო­ვე­დით ჩვე­ნი სკო­ლის სა­ხე­ლით. ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩა­ა­ტა­რა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. ვი­ყა­ვი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი. სწო­რედ ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ამირ­ჩი­ეს გუ­რი­ის ინ­ტე­ლექ­ტკლუ­ბის ლი­დე­რად. ეს იყო 2010 წელს.

_ რო­გორც ვი­ცით, გა­სულ წელს შე­მეც­ნე­ბით პრო­ექტ "ე­ტა­ლონ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი გუ­რი­ი­დან.

_ დი­ახ, 2011 წელს "ე­ტა­ლონ­ში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მო­ვე­თი­შე, რომ კონ­კუ­რენ­ტმა დრო­ში მა­ჯო­ბა.

_ მა­კე­დო­ნი­ა­ში რა­ტომ გა­ემ­გზავ­რეთ?

_ ა­რა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გამ­გზავ­ნა პი­ა­რის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზე, გვას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ უნ­და გა­ვუ­წი­ოთ რეკ­ლა­მა ამა თუ იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ასე შემ­დეგ.

_ ექ­სტერ­ნის წე­სით რო­გორ და რა­ტომ ჩა­ა­ბა­რეთ? ასე თუ ისე, კლასს გა­მო­ე­თი­შეთ და შენს ასაკ­ში ზოგ­ჯერ ეს მტკივ­ნე­უ­ლი­ა.

_ მე­თერ­თმე­ტე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა გა­დავ­წყვი­ტე, და­მემ­თავ­რე­ბი­ნა 12 კლა­სი. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბე დი­რექ­ტორს. წი­ნას­წარ ჩა­ვა­ბა­რე 12კლა­სის პროგ­რა­მა და შემ­დეგ გა­ვე­დი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე. ამით მო­ვი­გე დრო და ახ­ლა ვემ­ზა­დე­ბი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის ოთხ სა­გან­ში.

_ პა­რა­ლე­ლუ­რად რას საქ­მი­ა­ნობ? შენ ისე არ გა­ჩერ­დე­ბი.

_ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნატ­ში. მას­ში ყვე­ლა სტუ­დენტს შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, სას­კო­ლო ასა­კის მხო­ლოდ ჩვენ ვართ. იმი­ტომ მოგ­ვცეს უფ­ლე­ბა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სხვა უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის ოზურ­გეთ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტუ­დენ­ტი ვერ წა­ვი­დო­დ ა­ა­ქე­დან და დაგ­ვრთეს ნე­ბა.

_ რა ჰქვია თქვენს გუნდს და თა­მა­შის რა ეტაპ­ზე ხართ ახ­ლა?

_ გუნდს "ან­დრო­მე­დე" ჰქვი­ა. ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის ქალ­ღმერ­თის და ერ­თ-ერ­თი გა­ლაქ­ტი­კის სა­ხე­ლი­ცა­ა. ამ ჩა­ნა­ფიქრს აქვს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა, რომ ჩვენ ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კა გვაქვს. ქალ­ღმერ­თი კი ღვთა­ე­ბაა და ესეც სიმ­ბო­ლუ­რი­ა. ახ­ლა ეს შე­ჯიბ­რი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. ხუ­თი თა­მა­ში ჩა­ვა­ტა­რეთ და 39 გუნდს შო­რის ათე­ულ­თან ახ­ლოს ვართ, მე-11 ად­გილ­ზე. ვგეგ­მავთ და დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ზე­მოთ ლი­გა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლოთ. სა­ბო­ლო­ოდ ვინც გა­ი­მარ­ჯვებს, ის ხდე­ბა თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნი და გა­და­ე­ცე­მა რო­გორც სა­ჩუ­ქა­რი, ისე ჰო­ნო­რა­რი. ეს შე­ჯიბ­რი მა­ი­სის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა. ნამ­დვი­ლად ვფიქ­რობთ მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე.

_ ბა­ჩი, ოზურ­გეთ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და შენს შე­სა­ნიშ­ნავ ბე­ბი­ა-­ბა­ბუ­ას, რომ­ლე­ბიც ისე ნა­ად­რე­ვად წა­ვიდ­ნენ ამ ქვეყ­ნი­დან, მა­მა­შე­ნიც ბავ­შვო­ბის ასაკ­ში იყო. ძა­ლი­ან გამ­სგავ­სე­ბენ და ეა­მა­ყე­ბი ბევრს.

_ მუ­დამ ვეც­დე­ბი, ვი­ყო ღირ­სე­უ­ლი მათ ნაკ­ვა­ლევ­ზე გა­სავ­ლე­ლად.

_ რო­მელ პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობ?

_ სო­ცი­ო­ლო­გია და პო­ლი­ტო­ლო­გია მი­ტა­ცებს, ვნა­ხოთ.

_ რამ­დე­ნი და და ძმა გყავს?

_ ო­რი და და ერ­თი ძმა, ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი­ა.

_ კარ­გად სწავ­ლო­ბენ? შენ მა­თი გზამ­კვლე­ვი იქ­ნე­ბი, უეჭ­ვე­ლი­ა. . .

_ კი სწავ­ლო­ბენ და რა თქმა უნ­და, უფ­რო­სი ძმა უმ­ცრო­სე­ბის მე­სა­ჭე­ა.

_ ბა­ჩი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ ხარ?

_ კი ვარ, ოღონდ და­ო­ჯა­ხე­ბას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ ვფიქ­რობ.

_ სად შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ბა­ჩი სად­რა­ძე. მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში თუ კი­დევ სად­მე სხვა­გან?

_ გა­მო­რიცხ­უ­ლი არა­ფე­რი­ა, თუმ­ცა ჯერ ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლად არ ვფიქ­რობ, რად­გან იქამ­დე ბევ­რი რამ მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

 



არქივი