"ლურ­ჯი იალ­ქა­ნი" _ ბა­ბუ­ის ხუმ­რო­ბით და გა­ლაკ­ტი­ო­ნის ჩურ­ჩუ­ლით ნა­საზ­რდო­ე­ბი გა­მარ­ჯვე­ბა

gurianews.com

21-ს ქვევით

"ლურ­ჯი იალ­ქა­ნი" _ ბა­ბუ­ის ხუმ­რო­ბით და გა­ლაკ­ტი­ო­ნის ჩურ­ჩუ­ლით ნა­საზ­რდო­ე­ბი გა­მარ­ჯვე­ბა

ივნისი 06
10:34:43 2012
ახ­ლა­ხან პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნალ­ში ოზურ­გე­თელ მუ­სი­კოს­თა ჯგუ­ფი "ლურ­ჯი იალ­ქა­ნი" გა­ვი­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გაცხ­ა­რე­ბულ სამ­ზა­დის­ში არი­ან. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი სა­ღა­მოს ექ­ვსი სა­ა­თი­დან გვი­ან ღა­მემ­დე გრძელ­დე­ბა.

18 ივ­ნისს ისი­ნი კი­დევ ერ­თხელ წარ­დგე­ბი­ან სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­შე და რო­გორც მა­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გუ­რუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, "ო­რი კო­ტა სი­მინ­დის ამა­რა არ და­ტი­ე­ბენ, ხვა­ვი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მო­სავ­ლით დაბ­რუნ­დე­ბი­ან დე­და­ქა­ლა­ქი­დან".

ვიდ­რე აფ­რებს აუშ­ვებ­დნენ და გა­ლაკ­ტი­ო­ნის გე­ნი­ა­ლო­ბით ნა­ჩურ­ჩუ­ლევ სტრი­ქო­ნებს სა­კუ­თარ "გემს" და­ა­წერ­დნენ, ოზურ­გე­თის ულა­მა­ზეს და ტრა­დი­ცი­ულ სო­ფელ ლი­ხა­ურ­ში სა­მი ნინ­ვე­ლი (ახ­ლე­ბუ­რად თი­ნე­ი­ჯე­რი) ჩე­რო­ში ჩა­მოჯ­და და ერ­თმა მათ­გან­მა გო­გა გორ­დე­ლა­ძემ "ო­რი კო­ტა სი­მინ­დის" გა­ლექ­სვის ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი ხა­ლი­სით გა­იხ­სე­ნა. ერ­თხელ, თურ­მე, მი­ა­ყუ­რა­და ბა­ბუ­ის სა­უ­ბარს, მე­ზო­ბელ მე­გო­ბარ კაცს რომ მთე­ლი გულ­წრფე­ლო­ბით უყ­ვე­ბო­და: ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ნა­ლი­ი­დან სი­მინ­დი ჩა­მე­ვი­ღე და დავ­ჯეი და­საფ­შვე­ნად. უცებ ვინ­ცხამ დე­ი­ძა­ხა, გე­ვი­ხე­დე და იმ­ფე­რი ლა­მა­ზი ქა­ლი დე­ვი­ნა­ხე, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც არ მე­ნა­ხა მა­ნამ­დე, მოვ­ბრუნ­დი, შარ­ვა­ლი დე­ვი­ფერ­თხე და გე­ვე­დი, მაგ­რამ კი წა­სუ­ლი­ყო საცხ­ა­ო.

შემ­დეგ ლე­რი შე­წი­რულ­თან და გი­გა ბელ­ქა­ძეს­თან ერ­თად ღი­ღინ­-ღი­ღი­ნით გა­მო­ამ­ზე­უ­რა გა­ლექ­სი­ლი ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი და ოზურ­გეთ­ში ჩა­ვი­და. იქ ჯგუ­ფის რიცხ­ვი თერ­თმე­ტამ­დე გა­ი­ზარ­და და მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­მაც იმ­ძლავ­რა. შეკ­რე­ბა უფ­რო სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და. ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად კი იც­ნობ­დნენ, მაგ­რამ სიმ­ღე­რით გაც­ნო­ბა თან­და­თან მოხ­და.­ რო­კი, ფოლ­კლო­რის ელე­მენ­ტე­ბი და კი­დევ რა­ღაც, რაც თვი­თო­ნაც არ იცი­ან კარ­გად, ერ­თმა­ნეთს შე­უ­ზავ­და და წარ­მო­იშ­ვა ჰარ­მო­ნი­ა, რა­მაც ბი­ჭე­ბის თვით­მყო­ფა­დო­ბა წი­ნა პლან­ზე წა­მოს­წი­ა. წინ­სვლი­სა და წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს გახ­და. სულ 11 არი­ან: გო­გა გორ­დე­ლა­ძე, ვა­კო ბლი­ა­ძე, ლე­რი შე­წი­რუ­ლი, გი­გა ბელ­ქა­ძე, გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩავ­ლეშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბახ­ტა­ძე, ილია წუ­ლა­ძე, არ­ტურ ნი­კო­გო­სი­ა­ნი, ბე­ქა მე­ფა­რიშ­ვი­ლი და ლი­კა ღლონ­ტი. თუმ­ცა უკა­ნას­კნე­ლი "ნი­ჭი­ერ­ში" არ გა­მო­სუ­ლა.

საკ­რა­ვი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი: გი­ტა­რა, საქ­სა­ფო­ნი, სა­ლა­მუ­რი, დრა­მი, შე­ი­კე­რი და ტამ­ტა­მი­ა, რის შე­ძე­ნაც ძი­რი­თა­დად პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხეს. ყვე­ლას ახ­სოვს მათ მი­ერ "ბა­რამ­ბოს" სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის­თვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა.

_ ამ სიმ­ღე­რის ტექ­სტი ჩვენ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა პე­და­გოგ­მა, დო­დო დო­ნა­ძემ დაგ­ვი­წე­რა, ჰო­ნო­რა­რის სა­ხით მა­შინ 1700 დო­ლა­რი მი­ვი­ღეთ და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი შე­ვი­ძი­ნეთ. სა­ერ­თოდ კი, ასე ვთქვათ, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი აღ­მომ­ჩე­ნი ნამ­დვი­ლად ვა­ლე­რი ჩი­ტა­იშ­ვი­ლი­ა, ერ­თხელ ლი­ხა­ურ­ში რეს­ტო­რან "ნი­ა­ბა­ურ­ში" მოგ­ვის­მი­ნა, მა­შინ ოთხი ვი­ყა­ვით, ასე­თი კარ­გი ჯგუ­ფი გუ­რი­ა­ში არ მი­ნა­ხავ­სო, და­გეხ­მა­რე­ბი­თო, გვითხ­რა, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მოგ­ვცა და მე­რე სიტყ­ვაც შე­ას­რუ­ლა, კულ­ტუ­რის ცენ­ტრში გა­მოგ­ვიყ­ვეს ოთა­ხი, დაგ­ვი­ნიშ­ნეს ხელ­ფა­სი, მა­რი­ნა ჯა­ფა­რი­ძემ სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტზე გაგ­ვიშ­ვა, ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით და მოვ­ძლი­ერ­დით, _ ამ­ბობს გო­გა გორ­დე­ლა­ძე.

_გო­გა, შენ ხარ ან­სამ­ბლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბი­ჭე­ბი "ჩვენს ამ­ფი­თე­ატრს" გე­ძა­ხი­ან, რა რო­ლი გა­კის­რი­ა, მათ, ასე ვთქვათ, გა­მუ­სი­კა­ლუ­რე­ბა­ში?

_ ყვე­ლა თა­ვის­თა­ვა­დი და ნი­ჭი­ე­რი­ა, ხა­ლა­სი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი. პი­რი­ქით, მათ მომ­ცეს ბევ­რი რამ, მე 28 წლის ვარ, ცო­ტა გვი­ან ავი­ღე ხელ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, ისი­ნი 18-20 წლი­სა­ნი არი­ან და სამ მათ­განს ცხო­ნე­ბულ იუ­რი ჩიხ­ლა­ძის ძა­ლი­ან კარ­გი სკო­ლა აქვს გავ­ლი­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან არი­ან ნა­ზი­ა­რე­ვი მუ­სი­კა­ლურ კულ­ტუ­რას.

_ თა­ვი­დან რო­გორ და­იწყ­ეთ, მარ­თლა ბა­ბუ­ას ნა­ამ­ბობ­მა გა­გი­ჩი­ნათ მუ­სი­კა­ლუ­რი მუ­ზა?

_ სიმ­ღე­რა სულ მიყ­ვარ­და, თუმ­ცა ის რა­ღაც ისე­თი მო­მენ­ტი იყო, გა­ლექ­სვა და მე­რე სომ­ღე­რა მო­მინ­და, ბა­ბუა და მი­სი ძმა­კა­ცი ისე­თი გულ­წრფე­ლო­ბით უყ­ვე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს ახალ­გაზ­რდო­ბის ამ­ბებს, ამ დროს კი მე მი­ყუ­რა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. . . ბა­ბუა ისე გარ­და­იც­ვა­ლა, ეს არც გა­უ­გი­ა.

_ შე­ნი "ი­ალ­ქნე­ლი" ბი­ჭე­ბი ხუმ­რო­ბენ, რა­ფერც გა­ი­გო ბა­ბუ­ა­მის­მა მაი ამ­ბა­ვი, გარ­და­იც­ვა­ლა­ო.

_ ჰო, ასეთ ხუმ­რო­ბებს არ მაკ­ლე­ბენ.

_ შო­კო­ლა­დი­ჭა­მიაა და ამი­ტო­მაც უმ­ღე­რა ბა­რამ­ბო­სო, ამა­საც ამ­ბო­ბენ

_ ეგ ნამ­დვი­ლი­ა, მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს შო­კო­ლა­დი და ბა­რამ­ბოს გე­მო­მაც ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. დავ­წე­რე და მი­ზან­ში გა­ვარ­ტყით.

_ ნა­ყინ­ზეც ასე და­წე­რე?

_ ნა­ყი­ნის შე­სა­ხებ "ბა­რამ­ბოს" პი­არ­მე­ნე­ჯერ­მა გვითხ­რა, თუმ­ცა ლექ­სი ვერ გა­და­ვა­კე­თეთ და ჩვენ­მა უსაყ­ვარ­ლეს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, დო­დო დო­ნა­ძემ ამოგ­ვიყ­ვა­ნა გა­სა­ჭი­რი­დან. . . "თოვ­ლია თუ მარ­თლა ნა­ყი­ნი თოვს ცი­დან, მინ­და ვი­ყოთ ერ­თად, გრძნო­ბა მქონ­დეს წმინ­და". . .

_ რა­ტომ მა­ინ­ცა და მა­ინც "ლურ­ჯი იალ­ქა­ნი"?

_ გა­ლაკ­ტი­ონ­ზე უკეთ ვის უოც­ნე­ბია ან ვის უთ­ქვამს ოც­ნე­ბა­თა შე­სა­ხებ? ჩვენც გვაქვს ჩვე­ნი იდუ­მა­ლი ოც­ნე­ბა, და ეს მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ფიქ­რი არ გე­გო­ნოთ, უპირ­ვე­ლე­სად გვსურს, მსმე­ნე­ლი, მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ვა­ხა­როთ. პო­პუ­ლა­რო­ბა გვსურს, რა თქმა უნ­და და გვწა­დია ხალ­ხის გა­ხა­რე­ბა.

_ რო­დის შედ­გე­ბა "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რი და რა სიმ­ღე­რებს ამ­ზა­დებთ?

_ 18 ივ­ნისს, თუმ­ცა სიმ­ღე­რას ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ, არც გვაქვს ჯერ ამორ­ჩე­უ­ლი, რო­მელს შე­ვას­რუ­ლებთ.

_ გო­გა, ძა­ლიან ბევრს, თით­ქმის ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას აინ­ტე­რე­სებს, გა­მარ­თავს თუ არა "ლურ­ჯი იალ­ქა­ნი" სო­ლო-­კონ­ცერტს?

_ ძა­ლი­ან გვინ­დო­და, ფი­ნა­ლამ­დე მოგ­ვეს­წრო ერ­თი სო­ლო კონ­ცერ­ტი, თუმ­ცა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ფი­ნა­ლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გავ­მარ­თავთ ოზურ­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში კონ­ცერტს.

_ წარ­მა­ტე­ბებს, გა­მარ­ჯვე­ბე­ბის და ესე­მე­სე­ბის ცვე­ნას გი­სურ­ვებთ!



არქივი