"ჭა­ნი" "ოქ­როს დელ­ფი­ნის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია

gurianews.com

21-ს ქვევით

"ჭა­ნი" "ოქ­როს დელ­ფი­ნის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია

იანვარი 01
04:00:00 1970

ნა­თია და ლი­ზი თა­ვა­ძე­ე­ბი, მა­რი და ნა­ტო ლომ­ჯა­რი­ე­ბი, მა­რი­ამ შა­ვიშ­ვი­ლი, მა­რი­ამ რუ­სე­იშ­ვი­ლი, ალე­კო მჟა­ვა­ნა­ძე და თე­დო ლომ­ჯა­რია ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­დნენ და მედ­ლე­ბი და პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს.

_ ბავ­შვე­ბი, მარ­თა­ლი­ა, ძა­ლი­ან ღე­ლავ­დნენ, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გას­ვლის შემ­დეგ, ფან­დურ­თან და სა­ლა­მურ­თან თა­ვი ში­ნა­უ­რუ­ლად იგ­რძნეს, მათ ორი ნო­მე­რი, "პო­პუ­რი" და "სუ­ლი­კო" წა­რად­გი­ნეს და თი­თო­ე­უ­ლი ნომ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დარ­ბაზ­ში ტა­ში არ ცხრე­ბო­და, სა­ბო­ლო­ოდ რომ პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მე­ბი და მედ­ლე­ბი მი­ი­ღეს, მათ სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, ბავ­შვუ­რად გა­ი­ხა­რეს _ ამ­ბობს რე­პე­ტი­ტო­რი მზია კვერ­ღე­ლი­ძე.

_ არ მო­ვე­ლო­დი თუ სცე­ნი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, გა­რეთ გა­მო­სულს, მა­ყუ­რე­ბელ­თა­გან ვინ­მე გვიც­ნობ­და, რო­ცა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მოგ­ვე­ფერ­ნენ, მარ­თლა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ავ­ღელ­დი კი­დეც, _ ამ­ბობს ლი­ზი თა­ვა­ძე.

"ჭა­ნი" ერ­თი წლი­საც არ არის. იგი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და არ­სე­ბუ­ლი ფოლ­კლო­რუ­ლი ან­სამ­ბლის თა­ო­ბა­თა ცვლით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ან­სამ­ბლი­ა. პე­და­გო­გე­ბი გი­ორ­გი ჩიხ­ლა­ძე და მზია კვერ­ღე­ლი­ძე უფ­რო ენ­თუ­ზი­აზ­მით მუ­შა­ო­ბენ. რო­გორც მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ბავ­შვე­ბის "ოქ­როს დელ­ფი­ნის" ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა.

"სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი", რო­მე­ლიც ჭა­ნი­ე­თის რწმუ­ნე­ბუ­ლის, და­თო მჟა­ვა­ნა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით, მი­ზე­რუ­ლი თან­ხით ახერ­ხებს ხელ­ფა­სის გა­დახ­დას, მშო­ბელ­თა გა­და­სა­ხად­თან ერ­თად.

_ გუ­ლით და პატ­რი­ო­ტუ­ლი მონ­დო­მე­ბით ნა­კე­თებ­მა საქ­მემ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ბავ­შვე­ბის გა­მარ­ჯვე­ბაა ამის დას­ტუ­რი, თან მათ დი­დი სტი­მუ­ლი მი­ი­ღეს, მი­ხა­რი­ა, რო­გორც დე­დას, _ ამ­ბობს მშო­ბე­ლი თა­მუ­ნა თა­ვა­ძე.



არქივი