"ის თვი­თონ არის მოს­წავ­ლის ეტა­ლო­ნი"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ის თვი­თონ არის მოს­წავ­ლის ეტა­ლო­ნი"

ივნისი 06
10:49:05 2012

პრო­ექტ "ე­ტა­ლო­ნის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ანა­ნო აფ­ხა­ზა­ვა ოზურ­გე­თის მე­ოთხე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ა. ახ­ლა­ხან მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნა­ხა მი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა, რა­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა გა­ა­ხა­რა. ჩვე­ნი გა­ზე­თი ანა­ნო აფ­ხა­ზა­ვას სწო­რედ იმ დროს ეწ­ვი­ა, რო­ცა მო­რი­გი გაკ­ვე­თი­ლი დას­რულ­და.

 

გულ­ღია სა­უბ­რი­თა და დინ­ჯი მა­ნე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აშ­კა­რად ეტყ­ო­ბა, რომ უხა­რი­ა. თუმ­ცა, იმის გან­ცდაც აქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი წინ, მო­მა­ვალ­შია და სა­ე­ტა­ლო­ნო წინ­სვლა მო­მა­ვალ დიდ წარ­მა­ტე­ბა­თა სა­წინ­და­რია მხო­ლოდ. "ე­ტა­ლონ­ში" მოხ­ვედ­რას სკო­ლის დი­რექ­ტორს ტა­რი­ელ კა­ლან­და­ძეს უმად­ლის.

_ ეს ასე მოხ­და, ბა­ტონ­მა ტა­რი­ელ­მა შეგ­ვატყ­ო­ბი­ნა, რომ ოზურ­გე­თის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ე­ღოთ პრექტ "ე­ტა­ლონ­ში". ერ­თ-ერ­თი ჩვე­ნი სკო­ლაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის წარ­მო­ჩე­ნის პა­ტი­ვი მე მხვდა წი­ლად და ახ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით, ვგრძნობ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა მერ­გო წი­ლად, _ ამ­ბობს ანა­ნო და ჩვენს კითხ­ვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ჯდე­ბა.

_ ა­ნა­ნო, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავ გა­მარ­ჯვე­ბას. გვითხ­ა­რი, რა გან­ცდა, რის სურ­ვი­ლი და­გე­უფ­ლა "ე­ტა­ლო­ნის" ჩა­წე­რა­ზე შე­სულს და მე­რე უკან, გა­მარ­ჯვე­ბით გა­მო­სულს?

_ თით­ქმის, ერ­თი და იგი­ვე, ეს იყო მო­ლო­დი­ნის სურ­ვი­ლი და გან­ცდა. ხში­რად ვუ­ყუ­რებ­დი "ე­ტა­ლონს" და მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ ხდე­ბო­და აკინ­ძვა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი მა­ინც ვფიქ­რობ­დი, ნამ­დვი­ლად ვიქ­ნე­ბო­დი, თუ არა პირ­ვე­ლი, იმი­ტომ, რომ მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეს, გი­ორ­გი ასა­თი­ანს მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი ჰქონ­და. მოხ­და ისე, რომ ბო­ლო კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის­გან მე თა­ვი შე­ვი­კა­ვე, მომ­დევ­ნო ორ­მა კი გას­ცა პა­სუ­ხი, თუმ­ცა არას­წო­რი. ასე აღ­მოვ­ჩნდი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

_ ა­მის შემ­დეგ რა ეტა­პი­ა?

_ იქ­ნე­ბა ფი­ნა­ლი, სა­დაც ერ­თმა­ნეთს რე­გი­ო­ნე­ბი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდე­ბი­ან. სა­ბო­ლო­ოდ გა­მარ­ჯვე­ბულს კი და­ე­ნიშ­ნე­ბა "ყვე­ლა­ზე მად­ლი­ა­ნი სტი­პენ­დი­ა", რო­მე­ლიც კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მი­ე­რაა და­ნიშ­ნუ­ლი და ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს "ე­ტა­ლო­ნის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

_ შენ, რო­გორც ფი­ნა­ლის­ტი, რით და­გა­სა­ჩუქ­რეს?

_ მო­მი­ლო­ცეს ეს­ტო­ნე­თის ელ­ჩმა და "ჩაი იმ­პრას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და გად­მომ­ცეს სა­ჩუქ­რად "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხ­ტო­მე­უ­ლი".

_ სწავ­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შენ­ში ვინ­მემ ან რა­ი­მემ გა­ნა­პი­რო­ბა?

_სწავ­ლის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოჯახ­ში გა­მიჩ­ნდა. ჩე­მი დედ­-მა­მა, ბა­ბუა _ მა­მია აფ­ხა­ზა­ვა და ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას. მეც მა­თი მხრი­დან ყო­ველ­თვის მქონ­და ნდო­ბა, რომ ვის­წავ­ლი­დი და არა­სო­დეს დას­ჭირ­ვე­ბი­ათ, "გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მა­ბა­რე". ჩე­მი და ერ­თი წლით უფ­რო­სია ჩემ­ზე, რო­ცა ის სწავ­ლობ­და, მეც მას­თან ერ­თად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლა­შიც ად­რე შე­მიყ­ვა­ნეს, 5 წლი­სა.

_ "ე­ტა­ლო­ნის" სა­მე­უ­ლი იყა­ვით თქვენ და...

_ გი­ორ­გი ასა­თი­ა­ნი, მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი და თორ­ნი­კე გო­ლი­ა­ძე, მე­ოთხე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ა­თე კლა­სის მოსწავლე.

_ თქვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არა­ერთ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ზო­გა­დად, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ხარ.

_ მე ასე ვიტყ­ო­დი, რომ ვარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა "ე­ტა­ლო­ნის" ჩა­წე­რა მოხ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის შე­სარ­ჩევ ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, ბი­ო­ლო­გი­ა­ში. აქ ხვდე­ბი­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის ათე­ულ­ში გა­ვიდ­ნენ. მე მოვ­ხვდი რე­ზერ­ვში. ნაკ­რებ­ში გა­ვივ­ლი წვრთნას და რო­მე­ლი­მე მო­ნა­წი­ლის წა­უს­ვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე გა­ვემ­გზავ­რე­ბი. სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­ში, მე­ოთხე წე­ლი­ა, ბი­ო­ლო­გი­ა­ში ვი­მარ­ჯვებ. შე­სა­ბა­მი­სად, მოვ­ხვდი სა­ზაფ­ხუ­ლო გაძ­ლი­ე­რე­ბულ სკო­ლებ­ში, 2009-2010 წლებ­ში ბა­კუ­რი­ან­ში, ხო­ლო 2011 წელს _ წყნეთ­ში. წელ­საც წა­ვალ ერ­თ-ერ­თში და კვლავ ვის­წავ­ლი ინ­გლი­სურს. იქ გაძ­ლი­ე­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლე­ბა და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. დრო თა­ნაბ­რა­დაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას შო­რის. ნი­შან­დობ­ლი­ვია ის ფაქ­ტი, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ლი­დე­რე­ბი გვყავს. ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად სულ ინ­გლი­სუ­რად გვი­წევს სა­უ­ბა­რი.

_ ა­ნა­ნო, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლია თუ ჯერ არა­ფე­რი გა­და­გიწყ­ვე­ტი­ა?

_ ალ­ბათ, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუტ­ში ჩა­ვა­ბა­რებ. წელს ჩე­მი და აბა­რებს იქ და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, კი­დევ ერ­თხელ დავ­ფიქ­რდე­ბი. ჩე­მი თა­ვი წარ­მო­მიდ­გე­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში, აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბას ვცდი­ლობ, არ მიყ­ვარს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი. გავ­ხდე მე­დი­კო­სი, ჩემს ამ სურ­ვილს, ალ­ბათ, ისიც გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბი­ო­ლო­გი­ა.

_ რას იტყ­ვი შენს მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, სკო­ლა­ზე?

_ ჩემ­მა სკო­ლამ და მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ოჯახ­თან ერ­თად, გა­ნა­პი­რო­ბეს, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წარმატებული. თუ კი რა­ი­მეს წარ­მო­ვად­გენ, ეს ამ ადამიანების. ყვე­ლა პე­და­გო­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა გა­მოვ­ყოფ მა­ნა­ნა კონ­წო­ლი­ძეს, ვის­თა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან ვმე­ცა­დი­ნე­ობ ინ­გლი­სურ ენას და მე­ო­რე დე­დად მი­ვიჩ­ნევ. ძა­ლი­ან ხა­რობს ჩე­მი წარ­მა­ტე­ბე­ბით.

თუ რას ამ­ბო­ბენ თვი­თონ პე­და­გო­გე­ბი ანა­ნო აფ­ხა­ზა­ვა­ზე, ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თვის, ეჭ­ვი არ გვე­პა­რე­ბა, სა­ა­მო წა­სა­კითხ­იც იქ­ნე­ბა და სა­სი­ხა­რუ­ლოც.

ელე­ნე მა­რი, მე­ოთხე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტორ­-მას­წავ­ლე­ბე­ლი: რო­ცა და­ვუ­რე­კე და გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცე, ანა­ნოს ვუთხ­ა­რი, რომ აქამ­დე ჩვენ ვი­ცო­დით, რომ ის ეტა­ლო­ნი მოს­წავ­ლე იყო, ახ­ლა კი ეს მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო. რა­საც ვამ­ბობ. ეს გამ­ყა­რე­ბუ­ლია სი­მარ­თლით. ის იმ­სა­ხუ­რებს ქე­ბას, რო­გორც ზნე­ო­ბით, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რო­ბი­თაც. კა­ნონ­ზო­მი­ე­რია ის შე­დე­გი, რა­საც მან და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით მი­აღ­წი­ა.

ტა­რი­ელ კა­ლან­და­ძე, მე­ოთხე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: ვთვლი, რომ ანა­ნო აფ­ხა­ზა­ვა ნამ­დვი­ლად ღირ­სე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­ა. მან ძა­ლი­ან კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა ოზურ­გე­თი და მე­ოთხე სა­ჯა­რო სკო­ლა, მთლი­ა­ნად გუ­რი­ა. ის არის მრა­ვალ­მხრივ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე, წიგ­ნზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს მი­სი ერ­თ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბა­ა, წინ კი უამ­რა­ვი გა­მარ­ჯვე­ბა ელის. მჯე­რა, ის ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ფი­ნა­ლურ ტურ­ში.



არქივი