წლის... ყველაზე... ყველაზე _ დირექტორები

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

წლის... ყველაზე... ყველაზე _ დირექტორები

იანვარი 16
10:22:12 2011

შობის ღამეს რესტორან "ქალაქურში" ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ორიგინალური და საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.ყოველწლიურ, ტრადიციულ დაჯილდოებას წელს შეცვლილი სახე მიეცა, ასევე დაემატა რამდენიმე ნომინაცია. მოკლედ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა და მისმა გუნდმა 20-ზე მეტ ნომინაციაში გამოავლინეს გამარჯვებულები. რესერსცენტრის ხელმძღვანელმა ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა.
შეიძლება ითქვას, რომ წლის ყველაზე მთავარი წოდება მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორს ტარიელ კალანდაძეს ერგო, მან გაიმარჯვა ნომინაციაში ყველაზე გონიერი დირექტორი.  ღონიერი დირექტორი კი ამირან თოიძე (მაკვანეთის საჯარო სკოლა) გახდა,  ყველაზე მხიარული დირექტორი _ დოდო გოთუა (ქვედა ბახვის საჯარო სკოლა), წლის მოვლენა _ მაია თავართქილაძის გათხოვება (#1 საჯარო სკოლა), 2010 წლის მუდამ უკმაყოფილო სკოლის დირექტორი _ თამარ ყურაშვილი (ბოხვაურის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე სიმპატიური დირექტორი მამაკაცი _ ლაშა ბოლქვაძე (ზემო ნატანების საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე ლამაზი დირექტორი ქალი _ მერი საბაშვილი; 2010 წლის ყველაზე წარმატებული დირექტორი _ ირინა ინარიძე (ოზურგეთის #2 საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე კომუნიკაბელური დირექტორი _ ლალი სიჭინავა (ცხემლისხიდის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე ოპტიმისტი დირექტორი _ მარინა ბებურიშვილი (სოფ. ოზურგეთის საჯარო სკოლა);  2010 წლის ყველაზე პესიმისტი დირექტორი _ ნათელა თოხაძე (მელექედურის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე მოწესრიგებული დირექტორი _ ნაილი გრძელიძე (მაკვანეთის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე გამოცდილი დირექტორი _ ლავრო კოსტავა (ნატანების საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე ენერგიული დირექტორი _ ავთო კეჭაყმაძე (მერიის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე საუკეთესოდ მოქეიფე დირექტორი _ რომან სირაძე (კონჭკათის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე საუკეთესო თანამესუფრე ქალი, დირექტორი _ ნინო სადრაძე (შემოქმედის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე საუკეთესო ორატორი დირექტორი _ მზია ვაშალომიძე (ბახვის საჯარო სკოლა); 2010 წლის ნოვატორი დირექტორი _ ნანა გაგუა (ქ. ოზურგეთის #3 საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე ქველმოქმედი დირექტორი _ მარინა ვასაძე (ნასაკირალის საჯარო სკოლა); 2010 წლის ყველაზე ჰუმანური დირექტორი _ ნანული ბოლქვაძე (თხინვალის საჯარო სკოლა). 2010 წლის მომღერალი ბულბულებად კი ირაკლი გარაყანიძე, რომან სირაძე, ამირან თოიძე და ბადრი მუჯირი დასახელდნენ.



არქივი