დავითობა ლიხაურში

gurianews.com

21-ს ქვევით

დავითობა ლიხაურში

იანვარი 01
04:00:00 1970
8 თებერვალს საქართველოში დავითობა აღინიშნა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული-შემეცნებითი კონკურსი “მეცა, სიტყვაო, აღმსარებელსა მომხედენ” ჩატარდა. კონ-კურსში ოთხი გუნდი მონაწილეობდა: VII კლასი _ “სძლიე სიკეთითა”, IX კლასი _ “ძლევაი”, X კლასი _ “დავითიანნი”, XI კლასი _ “ტაძრიონი”. გუნდებმა წარმოადგინეს საშინაო დავალება, ეპოქის შესაბამისი ლიტერატურული ნომერი და გაზეთი. თითოე-ულ გუნდის თამაშს თვალს ადევნებდა კომპეტენტური ჟიური.
ფინალში ერთმანეთს “ძლევაი” და “დავითიანნი” დაუპირისპირდნენ. დაძაბული თამაშში გამარჯვება  X კლასის გუნდს _  “დავი-თიანნი”-ს ერგო (კლ. ხელ-ლი გ.გოთუა).
დასასრულს სკოლის დირექციამ ბავშვებს პირობა მისცა, რომ მსგავსი ღონისძიებები კვლავ ჩატარდება.



არქივი