ახალი ჰიმნი _ პოლიციას!

gurianews.com

21-ს ქვევით

ახალი ჰიმნი _ პოლიციას!

იანვარი 01
04:00:00 1970
ბოლო რამდენიმე თვეა, პოლიციამ მასშტაბური პიარ აქცია წამოიწყო, ამ აქციებში კი ბავშვები ძალიან აქტიურად  მონაწილეობენ, რის გამოც, საზოგადოების აზრი ორად გაიყო.
ერთ ნაწილს მიაჩნია კლიპში უჩვეულო არაფერია და ასეთი ტიპის აქციები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ტარდება.
_ “არაფერია გასაკვირი იმაში, პოლიცია თავისი საქმიანობის პოპულარიზაციას ცდილობს და კარგიცაა რადგან ყველამ იცოდეს რამდენს შრომობს თითოეული პოლიციელი ჩვენი მოსახლეობის კეთილდეობისთვის, ბავშვებისთვისაც კარგია, ისინი უფრო მეტს გაიგებენ ამ სტრუქტურაზე”, _ გვითხრა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა, თუმცა ყველა ასე ნამდვილად არ ფიქრობს,  როცა თემაზე ვმუშაობდი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინე, ერთ-ერთმა მოზარდმა გვითხრა: _ ჩემი აზრით არ არის სწორი მსგავსი ტიპის აქციებში ბავშვების ჩართვა, მათთვის ხომ პოლიციელი მარტო “თოფიანი ბიძიაა”.
14 წლის ანი  მ: _ ნუ მიიღებთ ჩემს ნათქვამს ისე, რომ პოლიციის მუშაობას პოპულარიზაცია არ უნდა გაუწიო, თუმცა რა ფორმით კეთდება ეს, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა.
ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, შევეცადე გამერკვია ითვალისწინებს თუ არა კანონი რაიმე სახის  შეზღუდვებს ასეთი სახის კლიპებში ბავშვების მონაწილეობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა,  რომ ბავშვთა უფლებათა კონვენციაში ასეთი სახის შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ეს ყველაფერი? ეს კითხვა მაინც ღიად რჩება და ჩვენს ერთგულ მკითხველს შესაძლებლობა აქვს მოგვწერონ და  თავიანთი მოსაზრებები მთელ ქვეყანას გააცნოს.



არქივი