ახალგაზრდა თანაშემწე აქტიურ მუშაობას გეგმავს

gurianews.com

21-ს ქვევით

ახალგაზრდა თანაშემწე აქტიურ მუშაობას გეგმავს

თებერვალი 12
22:09:38 2011

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სიახლეა _ გამგებლის მრჩევლად,  27 წლის მამუკა სანიკიძე დაინიშნა. ახალი ახალგაზრდა კადრი მუშაობას პირველ თებერვალს შეუდგა, თუმცა, პირველი საქმე ჯერ არ გაუკეთებია.  როგორც ჩვენთან საუბრისას  ამბობს ხელისუფლების, და შესაბამისად, საზოგადოების  იმედებს აუცილებლად გაამართლებს.
_ გამგეობაში განცახდება დიდი ხანია შეტანილი მქონდა, რომ ვაკანტური ადგილის შემთხვევაში ჩემი კანდიდატურა გაეთვალისიწნებინათ. ცოტა ხნის წინ დამირეკეს და გამგებლის თანაშემწედ დამნიშნეს. ჩემთვის ეს პირველი თანამდებობაა და საქმეს განსაკუთრებუყლი პასუხისმგებლობით ვეკიდები, _ აღნიშნა სანიკიძემ.
მამუკა სანიკიძემ ჩოხატაურის #1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში განაგრძო. 21 წლის იყო ოჯახი რომ შექმნა. ახლა ორი  შვილის მამაა და როგორც თავად ამბობს, ბედნიერი მეუღლე და მშობელია.
მეგობრები ამბობენ, რომ მამუკა ძალიან კომუნიკაბელური და აქტიური ახალგაზრდაა. ეს უკანასკნელი კი ნამდვილად დაადასტურა გასულმა არჩევნებმა. როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმართველობის არჩევნებზე მამუკა სანიკიძე, ჩოხატაურში "ნაციონალური მოძრაობის”ახალგაზრდულ ფრთას ხელმძღვანელობდა. მიაჩნია, რომ თანამდებობაზე არჩევნებში გაწეული სამსახურის გამო არ დაუნიშნავთ.
_ მამუკა, პირველ რიგში თანამდებობას გილოცავთ... როგორია ახალგარზდა ჩინოვნიკის სამომავლო გეგმები?
_ დიდი მადლობა. ჩემთვის ეს თანამდებობა გამოწვევაა და ვეცდები სამსახურეობრივი მოვალეობა პირნათლად შევასრულო.
_ პირნათლად შესრულებაში რას გულისხმობთ?
_ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა შედის თქვენს ფუნქციებში?
_ გამგებლის მითითებების შესრულება.
_ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი მოსაზრება გამგებლის მოსაზრებას არ დაემთხვა, როგორ მოიქცევით?
_ უპატიოსნოს არაფერს გავაკეთებ. ყოველთვის კანონის შესაბამისად მოვიქცევი.
_ მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხარ. ამჟამად რა ხდება პარტიაში. მუშაობთ თუ აქტიურობა მხოლოდ წინასაარჩევნოდაა საჭირო?
_ ვცდილობ სულ აქტიური ვიყოთ, არჩევნების პერიოდშიც და საერთოდ ცხოვრებაში.
_ გულახდილად გვიპასუხეთ, რომ არ ყოფილიყავით”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, გამგებლის თანაშემწედ დაგნიშნავდნენ?
_ ვფიქრობ, კი.
_ რამდენად ახერხებენ ახალგაზრდები თავიანთი თავის წარმოჩენას?
_ დღევანდელი ახალგაზრდები ძალიან აქტიურები არიან, შესაბამისად ხშირად გამოსდით ჩანაფიქრის შესრულება.
სანიკიძე ამბობს, რომ მისი ჩანაფიქრი რაიონისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაა  და სჯერა, რომ მოქმედი ხელისუფლება ბევრ კარგ და სასიკეთო საქმეს გააკეთებს. მათ შორის ახალგაზრდებისთვისაც, რომლებსაც ჩოხატაურში ბევრი პრობლემა აქვთ _ გართობის, დასვენებების და რაც მთავარია, დასაქმების, რადგან სტატისტიკური მონაცემებით ჩოხატაურში ახალგაზრდების მხოლოდ 2%-ია დასაქმებული.



არქივი