სად? _ ყველგან; როდის? _ ყოველთვის; რა? _ ინტელექტუალთა კავშირი "ერუდიტი"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

სად? _ ყველგან; როდის? _ ყოველთვის; რა? _ ინტელექტუალთა კავშირი "ერუდიტი"

თებერვალი 12
22:11:56 2011

კავშირი რომელიც არსებობის მეთვრამეტე წელს ითვლის, 300-ზე მეტი თამაშის მასპინძელია. «ერუდიტის" ხელმძღვანელი ავთანდილ სირბილაშვილია, რომლის დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია:
_ ბატონო ავთანდილ, საუბარი «ერუდიტის" პირველი ნაბიჯებიდან დავიწყოთ...
_ 1990 წელს დაარსებულ ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტში იყო პირველი მცდელობა ჩატარებულიყო ინტელექტუალური თამაშები სტუდენტებს შორის, რასაც შემდეგ  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვერდით დაგვიდგა ინსტიტუტის რექტორი ლავრენტი ბიგვავა, რომელსაც მალე მიბაძეს იმ პერიოდში ოზურგეთში მოქმედი უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლების ხელმძღვანელებმა. მაშინ, საქართველოს მასშტაბით ასევე აქტიურად ტარდებოდა სტუდენტური დღეები, გამონაკლისი არც ოზურგეთი იყო და ამ დღეების მიმდინარეობისას,  ყველა სასწავლებელი ერთვებოდა ინტელექტუალურ თამაშებში. ეს თამაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ სატელევიზიო ვარიანტიც გავაკეთეთ; ყოველ კვირას ტელეეთერით გადიოდა სხვადასხვა ტიპის თამაშები "რა? სად? როდის?" «ბრეინ-რინგი", «ხუთი გეიმი" და ა.შ. ამის შემდეგ თამაშებში სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩავრთეთ  და ძალიან საინტერესო თამაშები გამოვიდა. ინტელექტუალური თამაში ძალიან მალე გახდა გურიაში პოპულარული.
ინტელექტუალურ თამაშებს ორი წელი ჰქონდა პაუზა. გასული წლის მიწურულს,  ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანადგომით და ძალისხმევით განვაახლეთ _ ღონისძიებაში  44-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.  "ერუდიტის" ისტორიაში ეს სარეკორდო მაჩვენებელი იყო.
მოდის ნიჭიერი თაობა, რომელსაც ასპარეზი სჭირდება ნიჭის გამოსავლენად. მათ უნდა შეძლონ და რეალიზება გაუკეთონ თავის შესაძლებლობას და შეაფასონ  საინფორმაციო მარაგი. ამისთვისაც უნიკალურია ჩვენი თამაშები. ამიტომაა, რომ ისინი ჩვენთან დიდი ხალისით მოდიან და თამაშობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალურ თამაშებს სპონსორები არ ანებივრებენ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გათავისებული აქვთ რომ ეს თამაშები მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
_ იმისთვის რომ თამაშები გასული წლების მსგავსად სეზონურად ჩატარდეს ამისათვის საჭიროა ორგანიზატორი, რომელიც გუნდებს გაუკეთებს მობილიზებას. ასეთი უკვე გვყავს _ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და უშუალოდ მისი ხელმძღვანელი, ქალბატონო ლელა იმედაშვილი. საჭიროა დამფინანსებელი და ეს  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკია.  პროგრამის შემდგენელი და ჩამტარებელი ჩვენ ვართ _ ინტელექტუალური კავშირი "ერუდიტი". ამ ყველაფერს ემატება მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტი _  გურიის ახალგაზრდული გაზეთი "21-ს ქვევით", რომელიც ჩვენს თამაშებს  საინფორმაციო უზრუნველყოფას გაუწევს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, _ გვითხრა  ავთანდილ სირბილაშვილმა.
_ ბატონო ავთანდილ, ბიზნესმენები რამდენად დგანან თქვენს გვერდით?
_ ბიზნესმენები კარგა ხანია ამ ჩემპიონატებისთვის არ შეგვიწუხებია, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, როცა ინტენსიურად ვატარებდით, ოზურგეთში მოიძებნებოდა 10-15 ადამიანი, რომელიც სიამოვნებით, მცირეოდენი თანხებით აფინანსებდა ჩვენს ჩემპიონატებს. ბოლო ჩემპიონატზე მერაბ ვასაძემ საუკეთესო მოაზროვნეებისთვის სამი ენციკლოპედიური წიგნი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ სტუდენტურ-ახალგაზრდულმა სათათბირომ დააწესა პრიზი. იმედია და ეჭვიც არ მეპარება, რომ შემდეგ ჩემპიონატზე გაცილებით მეტი ადამიანი გამოგვეხმაურება და დააწესებს პრიზებს, ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღია იქნება.
_ ინტელექტ-თამაშებზე გურულების გუნდი ხშირად მონაწილეობდა დედაქალაქში გამართულ ჩემპიონატში... 
_ არა მარტო თბილისში; 1997 წლიდან, ყოველ ზაფხულს, ბაზალეთის ტბაზე ტარდებოდა ახალგაზრდული ფორუმი "ოქროს აკვანი". სამი წლის განმავლობაში, ჩვენი კავშირის როგორც შემოქმედებითი ჯგუფი, ასევე ინტელექტ-კლუბი წარმატებით მონაწილეობდა ამ ფორუმში.
_ ამ კუთხით ახლა თუ იგეგმება რამე?
_ ხშირად მეკითხებიან ბავშვები შეიძლება თუ არა სატელევიზიო გადაცემაში "რა? სად? როდის?" მონაწილეობა. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან იქ მოსახვედრად უნდა გაიარო გარკვეული ეტაპები.
ჯერჯერობით, ვისაც სურვილი აქვს, ვეპატიჟებით ჩვენთან _  დამერწმუნეთ,  ყველა მონაწილე დიდ გამოცდილებას მიიღებს და  ინტელექტს გაიმდიდრებს.



არქივი