დეკანოზი თომა (სიხარულიძე) შობა-ახალ წელთან დაკავშირებული თავისებურებების შესახებ

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

დეკანოზი თომა (სიხარულიძე) შობა-ახალ წელთან დაკავშირებული თავისებურებების შესახებ

დეკემბერი 27
18:15:47 2012

_ ერში დამკვიდრებულია ბედობის დღე და რწმენა იმისა, რომ რაც დაგებედება ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებ. რამდენად მისაღებია ახალ წელს მეკვლეობის ტრადიცია?

_ მეკვლეობას, რა თქმა უნდა, არ აქვს კავშირი ეკლესიურ წესთან. ადამიანთა წარმატება დამოკიდებულია მის პიროვნულ არჩევანზე და არა იმაზე, ვინ ესტუმრება იმ დღეს. ეს უფრო ტრადიციულია და გამოხატავდა ადამიანების სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ამ დღეს უნდოდათ, ეხილათ ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული იყო მათთვის.

_ რამდენად უნდა გავითვალისწინოთ ის შეხედულება, რომ თითოეული წელიწადი გარკვეული ცხოველის ნიშან-თვისების მატარებელია?

_ ეს მომდინარეობს ჩინური და არა მართლმადიდებლური კალენდრიდან. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე წელს რაიმე სახელი ვუწოდოთ. ასეთი დამოკიდებულება იმ ცხოველის მიმართ, რომლის სახელსაც უწოდებენ ამა თუ იმ წელიწადს, ქრისტიანობისთვის მიუღებელია.

_ ამბობენ, რომ "თოვლის ბაბუა" წმიდა ნიკოლოზის სახეა. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და არის თუ არა სწორი წმინდანისადმი ეს დამოკიდებულება?

_ "თოვლის პაპა“, "სანტა კლაუსი“ შინაარსობრივად მომდინარეობს "სანტა ნიკოლაუსიდან“ _ წმიდა ნიკოლოზიდან, რაც ვფიქრობ, შეურაცხყოფაა ამ დიდი წმინდანისა.

_ რას უკავშირდება შობა-ახალ წელს ნაძვის ხის მორთვის ისტორია?

_ ნაძვის ხე არის საშობაო და არა საახალწლო. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, როცა იშვა უფალი, წმიდა იოსებ დამწინდველი გამოვიდა ბაგიდან და იხილა პატარა ნაძვი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა. უეცრად ვარსკვლავების წვიმა წამოვიდა და მორთო ნაძვი, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კი მის წვერზე მოექცა.

_ როდის უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი?

_ საქართველოში სხვადასხვა დროს იდღესასწაულებოდა ახალი წელი. საეკლესიო ახალი წელი არის პირველ სექტემბერს (ძველი სტილით). იმის გამო, რომ ჩვენი წელთაღრიცხვა ქრისტეშობიდან მომდინარეობს, ჯერ ვდღესასწაულობთ შობას. შემდეგ კი _ ახალ წელს. საქართველოს ეკლესია სარგებლობს ძველი სტილით, ამიტომ შობას ვდღესასწაულობთ 7 იანვარს, ხოლო ახალ წელს _ 14 იანვარს, მაგრამ რადგან ახალ წელს ერი ასევე აღნიშნავს ახალი სტილით _ პირველ იანვარს და ერის გაყოფა არ შეიძლება, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II გვილოცავს ახალ წელს და ჩვენც ვულოცავთ ერთმანეთს. ეს დანაშაული არ არის.



არქივი