"ვამაყობ, რომ ჩოხატაურელი ვარ"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ვამაყობ, რომ ჩოხატაურელი ვარ"

თებერვალი 16
11:23:02 2013
ბავშვობიდან გამოირჩეოდა მისი თავისებური ხედვა და ხატვის ორიგინალური მანერა.

_ ჯონი, როგორც ვიცით, ბავშვობიდან გატაცებული იყავით ხატვით და პროფესიის არჩევისას ბევრი არც გიფიქრიათ, თუ რომელ ინსტიტუტში ჩაგებარებინათ.

_ დიახ, სხვა სფერო არც მიფიქრია და სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის ხელოვნების პედაგოგიურ ინსტიტუტში, დიზაინის ფაკულტეტზე. ჩემი ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ლელა კიკნაველიძე, მასთან დიდი გამოცდილება შევიძინე. ამ შესანიშნავ ხელოვანს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ დაოსტატებაში. ძალიან საინტერესო სტუდენტობა მქონდა. ბევრს ვმუშაობდი, სისტემატურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა გამოფენაში.

_ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თქვენ თბილისში გადახვედით...

_ თბილისში, რამდენიმე სამოდელო სააგენტოში დიზაინერად ვმუშაობდი, ძირითადად, ესკიზებს ვქმნიდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე ავთანდილ ცქვიტინიძესთან. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ბევრი სამოსი შექმნა ჩემი ესკიზის მიხედვით.

_ თქვენი ფოტოსერიების გამოფენას დიდი წარმატება მოჰყვა...

_ მადლობთ, ახლაც სერიოზულად ვმუშაობ ამ სფეროში. შეიძლება ჩოხატაურშიც მოვაწყო გამოფენა. იმედი მაქვს, რომ სამხატვრო გალერეის პრობლემა დადებითად გადაწყდება.

_ წელს რა არის მოდაში?

_ მოდაშია ბეწვით გაწყობილი ტყავი. კაბა აუცილებლად გრძელი, ზემოთ ღია დეკოლტით, შესაბამისი სამკაულის თანხლებით. გაზაფხულზე უფრო ღია ფერები შემოვა. საერთოდ, მოდაშია ის, რაც გიხდება...

_ ჯონი, ვიცი, რომ სხვადასხვა სააგენტოდან ელოდებით შემოთავაზებებს...

_ დიახ, მალე დავიწყებ მუშაობას, თუ სად, ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის.

_ რას იტყვი საერთოდ დიზაინერის პროფესიაზე?

_ დიზაინერობა ჩემთვის უპირველესი პროფესიაა. მისი მეშვეობით ყველა ფერს ხედავ, ყველაფერ ნათელს ხედავ. იგი სილამაზის, მშვენიერების ამსახველი და გამომხატველი პროფესიაა.

_ ჩოხატაურელ ახალგაზრდებს რას ეტყვით?

_ ვამაყობ, რომ ჩოხატაურელი ვარ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ბევრი ჩოხატაურელი ახალგაზრდა სწავლობს, ყველა მათგანი ცნობილი სახეა დედაქალაქის მხატვართა წრეში, რაც ძალიან მახარებს. მჯერა, რომ ისინი თავიანთ შემოქმედებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სარბიელზეც გაიტანენ. წარმატებებს გისურვებთ.



არქივი