"ქართული ენა ჩემთვის ისტორიას, საქართველოს და ლოცვას ნიშნავს“

gurianews.com

21-ს ქვევით

"ქართული ენა ჩემთვის ისტორიას, საქართველოს და ლოცვას ნიშნავს“

მარტი 13
16:13:34 2013

ახალგაზრდა პოეტი დღეს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
_ როგორი ბავშვი იყავით?
_ ჩვეულებრივი. უბრალოდ, გამხდარი ვიყავი და ხშირად ვხდებოდი ავად. მახსოვს, საბავშვო ბაღში ძალიან მორცხვი ვიყავი. დროდადრო გავთამამდი და თან იმ დონეზე, ლექსების წერაც დავიწყე.
_ პირველი ლექსი...
_ ნამდვილად არ მახსოვს...
_ საუკეთესო მოგონება...
_ უამრავი მაგონდება. ერთ-ერთს ვერ გამოვარჩევ. ყველაზე დიდი შენაძენი კი, შემიძლია გითხრათ, ჩემი შვილია.
_ თქვენს ერთ-ერთ ლექსში წერთ: "ქრისტიანობა იწყებოდა ქართულ ენიდან“, რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ენა?
_ ქართული ენა ჩემთვის ისტორიას, საქართველოს, ლოცვას ნიშნავს... მე ვფიქრობ, ქართული ენა არ ითარგმნება.
_ საყვარელი პოეტი, ლექსი...
_ ვერც პოეტს გამოვყოფ. მომწონს ყველა ქართველი პოეტი, ვინც შედგა პოეტად და ცოტ-ცოტა სხვებიც.
_ საყვარელი ლიტერატურული გმირი...
_ ტომ სოიერი.
_ წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, ვიდრე ცოცხლები ვართ...
_ რამდენსაც მოვასწრებთ... "ვეფხისტყაოსანი“, მინიმუმ, სამჯერ აუცილებელია და ა.შ.
_ და ბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?
_ მკითხველს ვეტყვი, რომ მასმედიასა და ვიდეო პორტალებზე მეტად, ყურადღება წერილობით ნაწარმოებებს მიაქციონ, რადგან მოსმენით ნაკლებად გასააზრებელია ნაწარმოებები.

 



არქივი