ჯაზური მუსიკის ზეიმი სამუსიკო სკოლაში

gurianews.com

21-ს ქვევით

ჯაზური მუსიკის ზეიმი სამუსიკო სკოლაში

აპრილი 22
11:02:35 2013

მოსწავლეებმა მოისმინეს ჯ. კერნის, გერშვინის, მაიკლ ჯეკსონისა და სხვების მუსიკალური ნაწარმოებები. სახელდახელოდ შეიქმნა ახალი კომპოზიციაც, რომელშიც სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა გოჩა გათაშვილმა, თემურ ჩხიკვაძემ (ფლეიტა) და სამუსიკო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ ქეთი სიხარულიძემ (იამახა). ლექცია-კონცერტის ჩატარების მიზანი ბავშვების ცნობიერების ამაღლება იყო ჯაზური მუსიკისადმი და ინტერესი იმისა, რომ სამომავლოდ შეიქმნას ბავშვთა ანსამბლი.

_ გოჩა გათაშვილმა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს ერთი ლამაზი, შემოქმედებითი დღე აჩუქა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მოესმინათ და შეესრულებინათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე სხვადასხვა კომპოზიციები. ასეთი სახის ლექცია კონცერტები აუცილებელია მოსწავლეთა მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. სამუსიკო სკოლის დირექტორმა ნინო დოლიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ გოჩა გათაშვილს ასეთი საინტერესო და ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის საგანმანათლებლობითი ლექცია- კონცერტების ჩატარება ტრადიციად იქცევა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთევან გიორგაძემ.

 



არქივი