“სოციალური ქსელებით თვითრეალიზაცია გაადვილდა"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

“სოციალური ქსელებით თვითრეალიზაცია გაადვილდა"

აპრილი 22
11:04:56 2013
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის 10 პოეტური კრებულისა და 2 რომანის ავტორი. 2009 წელს, მესხეთში გამართულ ლიტერატურულ კონკურსში _ "შოთაობა", მისმა ლექსებმა საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის, მიერ დაწესებული პრემია აიღო. 2012 წელს, ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" ლაურეატი გახდა. მისი რელიგიური ლექსები სისტემატიურად იბეჭდება ნიუი-ორკში, ქართველ ებრაელთა ჟურნალ "დავითის ფარში ", ხოლო რომანით "ფქვილდა-ფქვილ სიარული" ამერიკელები დაინტერესდნენ და ამერიკის საელჩოს დახმარებით ითარგმნა და გამოიცა ინგლისურ ენაზე. ბატონი სოსო, დღეს, ჩვენი გაზეთის სტუმარია:

_ როგორ და რა ასაკში დაიწყეთ ლექსების წერა?

_ ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე. მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლაში არ დავდიოდი, რომ ღიღინ­ღიღინით რაღაცეებს ვრითმავდი და ვთხზავდი. თუმცა, ეს არავის სერიოზულად არ მიუჩნევია. ახლა ვთვლი, რომ ეს იყო პირველი მუზა. მახსენდება, მე-3 კლასსში ვიყავი, როცა დავიწყე ჩემი პატარა ლექსების ფურცლებზე გადატანა. ერთხელაც, ამან ჩემი დამრიგებლის ყურადღება მიიპყრო და ამ ყურადღებიანმა ქალბატონმა, ლანა ქადაგიშვილმა, რეკომენდაცია გამიწია იმ დროინდელ "პიონერთა სასახლეში", სადაც მოღვაწეობდა ახალგაზრდა შემოქმედთა წრე. მოვხვდი ბადრი ჭოხონელიძის ჯგუფში და აქ ვეზიარე ლექსის შესახებ პირველ ანა-­ბანას.

_ არის თქვენ შემოქმედებაში ისეთი ლექსი, რომელიც განსაკუთრებულად ძვირფასია თქვენთვის?

_ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს შემოქმედებაში, ჩემთვის ყველა ლექსი თანაბრად ძვირფასია, თუმცაღა, გამორჩეულად მიყვარს ლექსი "დე­და" და "ახლა მარტია".

_ რა არის თქვენი შემოქმედების მთავარი სათქმელი?

_ ჩემი შემოქმედების მთავარი სათქმელია - ვემსახურო სიმართლეს და ადამიანებს, მკითხველს გავუზიარო ჩემს მიერ განცდილი სამყარო.

_ თქვენი აზრით, რა არის ლიტერატურის მთავარი დანიშნულება?

_ ლიტერატურის მთავარი დანიშნულებაა, უპირველეს ყოვლისა, დააინტერესოს მკითხველი, მოუწოდოს ფიქრისა და განსჯისაკენ. ადამიანს მისცეს სამყაროს წვდომის უნარი. დამეთანხმებით, რომ სწორედ ლიტერატურამ უნდა აზიაროს მკითხველი სილამაზესთან, ადამიანი მიაჩვიოს მხატვრულ აზროვნებას. საამაყოა, რომ სწორედ ქართული ლიტერატურა არის ყველაზე დიდი ციხე-სიმაგრე, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ერთგულად დაიცვა და შემოგვინახა ქართული დამწერლობა.

_ რომელია თქვენი საყვარელი პოეტი, "მარადიული" ნაწარმოები?

_ უნდა აღვნიშნო, რომ პირადად ჩემთვის, ყველა ქართველი პოეტი თავისებურად საინტერესოა და ყველას პატივს ვცემ, როგორც კლასიკოს, ასევე თანამედროვე პოეტებს. საერთოდ ვთვლი, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. მათგან ბევრი, სამწუხაროდ ემიგრაციაშია და იქიდან გვაოცებს თავისი შემოქმედებით. გვარ-სახელებს, რა თქმა უნდა, არ ჩამოვთვლი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რომელიმე არ გამომრჩეს. მაგრამ ვიტყვი, რომ მათ ძალიან კარგად იცნობს ქართველი მკითხველი სოციალური ქსელებიდან და ყოველთვის ველოდებით ამ შემოქმედთა ახალ ნაწარმოებებს.

_ თქვენი აზრით, დღეს ადვილია საკუთარი შემოქმედების გაცნობა სხვებისთვის, თავის რეალიზება?

_ დღეს, როცა წიგნის გამოცემა ძვირი სიამოვნებაა, სოციალურმა ქსელებმა ბევრი კარგი შემოქმედი წარმოაჩინა, დაახლოვა მკითხველი და ავტორი. ლიტერატურული პროცესი უფრო ცოცხალი და ხელშესახები გახადა, ამდენად, სოციალური ქსელებით თვითრეალიზაცია გაადვილდა.

_ რომელ ლიტერატურულ გმირს შეადარებდით თავს?

_ ვფიქრობ, ყველა მწერალი რაღაცით სერვანტესის უკვდავ გმირს, დონ­კიხოტს, ჰგავს.

_ რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

_ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის სიყვარულია, რასაც ვღებულობ ქართველი მკითხველისგან. ეს შეუდარებელი განცდაა და ვცდილობ, დავიხარჯო მხოლოდ მათთვის.

_ რას გვეტყვით თქვენი მომავალი გეგმების შესახებ?

_ მალე გამოვა ჩემი ლექსების კრებული, სადაც ჩემი საუკეთესო 270 ლექსი შევა. წიგნის რედაქტორი ბატონი როსტომ ჩხეიძეა, რაც დიდი პასუხისმგებლობით მავსებს. ამ წიგნის შემდეგ გახმაურებული რომანი: "ხაკისფერი ჩადრი" მსურს გამოვცე. დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს.

_ როგორ დაემშვიდობებით ჩვენი გაზეთის მკითხველს?

_ მსურს თქვენს გაზეთს არ გაუნელდეს პატრიოტული სული, სიმართლის მახვილი არასოდეს დაუბლაგვდეს, ბევრი გამარჯვება იზეიმოს და ყოველთვის ბევრი ქომაგი ჰყავდეს.

 



არქივი