მუნიციპალიტეტის ჩემპიონატში სამრევლო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

მუნიციპალიტეტის ჩემპიონატში სამრევლო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

აპრილი 22
11:17:06 2013
შეხვერა #1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ჩატარდა.

ჩემპიონატში პირველი ადგილი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლამ აიღო, მეორე ადგილზე კი #1 საჯარო სკოლა გავიდა. გამარჯვებული გუნდი 11 მაისს თბილისში გაემგზავრება, სადაც, სხვა რეგიონების გამარჯვებულ გუნდებთან ერთად, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საფინალო თამაშში მიიღებს მონაწილეობას.

_ ინტელექტუალურ თამაშში მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. კითხვები მაინცდამაინც რთული არ იყო. ჩვენ შევძელით გვეთამაშა გუნდური პრინციპით, რაც შესანიშნავად მოვახერხეთ და მუნიციპალიტეტის ჩემპიონის ტიტულიც დავიმსახურეთ. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალი თვის თერთმეტ რიცხვში გუნდი გაემგზავრება თბილისში, სადაც სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში რეგიონალურ ტურში გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, _ გვითხრა სამრევლო სკოლის ინტელექტ კლუბის კაპიტანმა ცოტნე მამალაძემ.

აღსანიშნავია, რომ სამრევლო სკოლა რამდენიმე წელია, აქტიურად მონაწილეობს ინტელექტ თამაშებში და ჩოხატაურში ყოველთვის კარგი შედეგით ბრუნდება.

სკოლას, საკუთარი ინტელექტ კლუბიც აქვს (ხელმძღვანელი დავით ჩხიკვაძე) და შიდა ჩემპიონატებსაც ატარებს.



არქივი