აკეთის მაცხოვარი, სადაც ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

აკეთის მაცხოვარი, სადაც ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ

სექტემბერი 10
10:00:34 2017

აკეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში, სუფსის მარჯვენა შენაკადის, აცაურას ნაპირას, ოდნავ შემაღლებულ ბაქანზე მდებარეობს.

ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია, რომ აკეთის ეკლესია დასავლეთ-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ზაქარიას საკათოლიკოსო სადგომი იყო.

ის აფხაზთა კათალიკოსს დიმიტრი და სვიმონ გურიელებმა შესწირეს. ამის შემდეგ აკეთი თავად ართომელაძეების ხელში გადავიდა. 1713 წელს გიორგი გურიელმა ის კვლავ აფხაზთა კათალიკოსს შესწირა.

ქვემო გურიის ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, დაახლოებით XVIII საუკუნეშიი აკეთში დასახლდნენ თავდგირიძეები. მათ აქ სოფელ გვარადან გადმოიტანეს თეთროსნის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე _ გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი.

ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ.

XVII საუკუნეში აკეთის მაცხოვარი თავისი ადგილ-ნანულებით ბიჭვინთის საპატრიარქო კათედრის საკუთრებაში გადავიდა.

1784 წელს აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო.

ვიკიპედიას მასალების მიხედვით, აკეთის ეკლესია XIX საუკუნეში განაახლა გიორგი თავდგირიძემ. ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნეში რუს მღვდლებს კირით შეუთეთრებიათ. დიმიტრი ბაქრაძემ, რომელიც გურიის სოფლებში მოგზაურობდა, მხოლოდ გუბათზე შემორჩენილი ფრესკების ნახვა მოახერხა. ეკლესია გაძარცვეს 1853, 1859 და 1873 წლებში. ბოლო ძარცვისას გამტაცებლებს წაასწრეს და ნივთები დაატოვებინეს.

XX საუკუნის 50-იან წლებში გუმბათს საყრდენები გამოეცალა და ჩამოინგრა.

1986 წელს საქართველოს ძეგლთა დაცვის სამსახურმა მიიღო ეკლესიის რესტავრაციის გადაწყვეტილება, გაიწმინდა ნაგებობა, გადაეწყო და დახარისხდა ქვები, მოიხსნა ზედმეტი მიწა, მაგრამ 90-იან წლებში სამუშაოები შეწყდა.

ხალხური ზეპირგადმოცემის მიხედვით თამარ მეფეს საბერძნეთიდან დაუბარებია ოსტატები, რომლებსაც მიუღიათ ბრძანება ორი ეკლესიის აშენების შესახებ. ერთი უნდა აეშენებინათ სოფელ აცანაში (ოქონის მონასტერი) და მეორე სოფელ აკეთში. ამის შემდეგ ოსტატი შესდგომია აცანის ეკლესიის აშენებას, ხოლო აკეთის ეკლესიის აშენება კი მიუნდვია თავისი შეგირდისათვის. მეფის დანიშნულს ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებიათ, და შეგირდსვე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრია.

აღსანიშნავია, რომ ასეთივე ლეგენდა არსებობს შემოქმედისა და გორისფერდის ეკლესიებთან დაკავშირებით.

აკეთის მაცხოვრის სახელობის კლესია ჯვრის ფორმისაა და სამწახნაგოვანი საკურთხეველი აქვს. ჰქონდა რვაწახნაგოვანი გუმბათი, რომელშიც დატანებული იყო რვა ვიწრო სარკმელი. ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს ეკვდერი და ნაგებია ტლანქად გათლილი ქვით.

ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ კედლები თავისი შესასვლელებით და სამრეკლო, რომელიც ეკლესიის კედელზეა დაშენებული, კიბე შიგნიდან ადის. ჩრდილოეთის შესასვლელ კარზე არის ჩუქურთმა, რომელზეც გამოსახულია ორი გველეშაპი.

ეკლესიის იატაკი ფილაქნის იყო, კანკელი კი ქვის, ჩუქურთმიანი. სამხრეთის კარიბჭესთან იატაკის ქვაზე ნაპოვნია წარწერა: „... აშენდა მეფობასა შინა... ბრძანებითა მისისა... ჩრ... წელს”. ჩრდილოეთის კარიბჭესთან იატაკზე კი ნაპოვნია ბერძნული წარწერა.

ეკლესიაში შემორჩენილი იყო ვერცხლის ჯვარი, რომლის წარწერა იხსენიებდა იესე მანველიშვილს და მის მეუღლეს, მარეხ მაჭუტაძეს. ასევე შემორჩენილი იყო წმინდა გიორგის ხატი, რომლის წარწერაში მოხსენიებული იყო მირზაბეგ თავდგირიძე.

ეკლესიაში დაკრძალულია ტაძრის აღმდგენელი გიორგი თავდგირიძე მეუღლითურთ.



არქივი