ჩოხატაურელმა მოსწავლემ "ეტალონის" შუალედურ კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურელმა მოსწავლემ "ეტალონის" შუალედურ კონკურსზე მეორე ადგილი მოიპოვა

დეკემბერი 17
12:37:51 2017

2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ცნობილია.

პირველ ადგილზე „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“,  ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მე-11 კლასელი დემეტრე ჯავახაძე გავიდა.

მეორე ადგილი  „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელმა, N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელის მოსწავლემ, თამარ სიხარულიძემ მოიპოვა.

მესამე ადგილზე კი „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ ანა გუშკაშვილი გავიდა, რომელიც  წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეა:

დემეტრე ჯავახაძეს, თამარ სიხარულიძესა და ანა გუშკაშვილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1000, 800 და 500 ლარიანი ფულადი ვაუჩერები გადასცა.



არქივი