ჩოხატაურში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან

მაისი 24
12:05:39 2019

ჩოხატაურში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება უკვე დაწყებულია. დაბის ქუჩებში უკვე გამოფინეს დროშები და მიმდინარეობს ცენტრის მოწყობა.

მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თამარ კეკელიძის ინფორმაციით, 26 მაისს ჩოხატაურში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

 _ 11 საათზე დაიწყება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დოღი (4 დისტანცია), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ბათუმის ცხენოსნები. დოღი, ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, სასულე ორკესტრთან ერთად სახალხო მსვლელობა მოეწყობა  წმ. ანასა და იოაკიმეს  სახელობის ტაძრის მიმდებარე მოედნიდან, დუმბაძის ქუჩის გავლით, თეატრალურ მოედნამდე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას  კეკელიძემ.

მისივე თქმით, 12 საათზე, ხელოვნების სასახლის წინ დაიწყება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით:

_ იქნება ბევრი სიახლე და სიურპრიზი. ჩვენ, ჩვენი ძალებით, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ღირსეულად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, _ გვითხრა თამარ კეკელიძემ.                 



არქივი