Civiceducation.ge -ს ოლიმპიადის გამარჯვებული თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეა

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

Civiceducation.ge -ს ოლიმპიადის გამარჯვებული თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეა

მარტი 27
15:11:29 2018

26 მარტს გაიმართა ელექტრონული რესურსის „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება.

ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ სირაძე, მეორე ადგილზე გავიდა ქუთაისის #7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ ურატაძე, მესამე ადგილზე კი ქუთაისის #7 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ დანგაძე.

გამარჯვებული სამეული ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა დააჯილდოვა და მათ სიგელებთან ერთად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
ასევე, სერტიფიკატები გადაეცა ოლიმპიადის პირველი ტურის საუკეთესო ათეულს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ბექა კოკაიამ ისინი საზაფხულო ბანაკის სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ხოლო 4-10 ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ლიგამუსის“ ვაუჩერები გადასცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ. 

ათეულში, ასევე, მოხვდა დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი თუთისანი.

პერსონალური კომპიუტერი გადაეცა ჯილდოდ, ასევე, ოლიმპიადის პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელს, თბილისის # 102 საჯარო სკოლის მასწავლებელს მანანა ოქროპირიძეს. 

გამარჯვებულ მოსწავლეებს მიესალმა და სამახსოვრო საჩუქრების გადასცა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ. 

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ civiceducation.ge შექნა პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის სწავლება სამოქალაქო განათლების გზით“ ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი ინოვაციურია და მისი ძირითადი მიზანია სკოლის მოსწავლეთათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივად ხელმისაწვდომი და აღქმადი, გახდეს ის საკითხები, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქალაქო განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით და გაზარდოს მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების შესწავლის ინტერესი;

ონლაინ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო საჯარო და კერძოს სკოლის 500-მდე მოსწავლემ. გამარჯვებულ ათეულში არიან თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, საჩხერის, გურიისა და აჭარის სკოლების IX –XII კლასების მოსწავლეები.



არქივი