ძიუდოს ფედერაციის პროექტი "საბავშვო ძიუდო" მალე საბავშვო ბაღებში შევა

gurianews.com

21-ს ქვევით

ძიუდოს ფედერაციის პროექტი "საბავშვო ძიუდო" მალე საბავშვო ბაღებში შევა

მარტი 10
09:43:43 2017

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი"საბავშო ძიუდო" მალე საბავშვო ბაღებში შევა და პატარებს სპორტის ამ სახეობის შესახებ შესაბამის განათლებას მისცემს. რეგიონებში პროექტი თელავის საბავშვო ბაღებიდან დაიწყება და მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

დიღმის ძიუდოს აკადემიაში გამართულ ვარჯიშს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაესწრნენ. პროექტმა დაიმსახურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოწონებაც. ბავშვებს სხვადასხვა ვარჯიშები და თამაშები შესთავაზეს და ქართველ სპეცილისტებს გამოცდილება გაუზიარეს თბილისში მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ინსტრუქტორებმა  _ ენვიკ გალეამ და ტიბორ კოზლამ.

"ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით. ამის დასტურია ეს პროექტიც, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს საშუალებას აძლევს სპორტს ეზიარონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ წამოწყებაში ჩართულია საერთაშორისო ფედერაცია. ჩვენი პრიორიტეტია მასობრიობა და ამ კუთხით ეს პროექტი გამორჩეულია. ფედერაციას დაგეგმილი აქვს პროექტის განხორციელება რეგიონებშიც, რაც სამომავლოდ ამ პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს და პოპულარულს გახდის", _ აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 



არქივი