ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის მონაწილეთა რეგისტრაცია 12 ნოემბერს დასრულდება

gurianews.com

21-ს ქვევით

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის მონაწილეთა რეგისტრაცია 12 ნოემბერს დასრულდება

ნოემბერი 05
10:52:07 2018

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომელიც 1 ნოემრბიდან დაიწყო, 12 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. 

სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად. 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს



არქივი