გაიცანით ოქროსმედალოსანი ჩოხატაურელი კურსდამთავრებულები

gurianews.com

21-ს ქვევით

გაიცანით ოქროსმედალოსანი ჩოხატაურელი კურსდამთავრებულები

სექტემბერი 18
13:11:39 2017

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა 2016 წლის კურსდამთავრებულებს, დამსახურებული ოქროს მედლები ახლა გადასცა.

_ პირველად დაბეჭდილი მედლები ცუდი გამოვიდა. სამინისტრომ ხელახლა გამოაცხადა ტენდერი, რასაც დრო დასჭირდა და ამიტომ დარიგდა გვიან მედლები, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ.

მისივე ინფორმაციით ოქროს მედალი 14-მა კურსდამთავრებულმა მიიღო.

ოქროს მედლით დაჯილდოვდა შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ სიხარულიძე.

ოქროს მედალი მიიღეს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: ეკა კორიფაძემ, საბა სიხარულიძემ, ნინო სიხარულიძემ, ანა ბერიძემ, ნინო სურმანიძემ, ანა უჯმაჯურიძემ, სალომე ბერიშვილმა, თამთა კიკვაძემ და ლევან ქორიძემ.

ოქროს მედალი სამრევლო სკოლის სამ კურსდამთავრებულს _  თამარ ჩხარტიშვილს, ბექა გიორგაძეს და გვანცა ბარამიძეს გადაეცათ.



არქივი