გიმნაზიის თანამშრომლებმა დედა ენა გადაწერეს _ "მოწიწებით და მოკრძალებით შევუდექით საქმეს"

gurianews.com

21-ს ქვევით

გიმნაზიის თანამშრომლებმა დედა ენა გადაწერეს _ "მოწიწებით და მოკრძალებით შევუდექით საქმეს"

აპრილი 16
10:11:43 2019

ლანცხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში დედა ენის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. მასწავლებლებმა სადღესასწაულო კონცერტთან ერთად, საზოგადოებას მათ მიერ გადაწერილი დედაენაც წარუდგინეს:

ჩვენი წვლილი შევიტანეთ დედა ენის პოპულარიზაციის საქმეში. გიმნაზიის თითოეულმა თანამშრომელმა გადავწყვიტეთ დედა ენის თითოეული გვერდი გადაგვეწერა. დიდი რიდით, მოწიწებით და მოკრძალებით შევუდექით საქმეს, _ აღნიშნა სასულიერო გიმნაზიის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან გიორგაძემ.

სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებმა შეასრულეს არაერთი სიმღერა, მათთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღო ფრანგმა მოხალისე, ჟულიენ მორისმა.

 



არქივი