"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

ივლის 01
16:01:59 2019

ცოტა ხნის წინ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო კონკურსი - „ქართული ღვინის გზა“ გაიმართა.


კონკურსანტებმა თავიანთ ნაშრომებში წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოს კუთხეების მიხედვით ვაზის ჯიშებისა და ღვინის სახეობების, ასევე, მათი დამზადების ტექნოლოგიების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე.

პროექტი 3 ეტაპისგან შედგებოდა, ფინალურ ეტაპზე კი 26 საუკეთესო ნაშრომი გადავიდა, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის დიპლომები 3 კატეგორიის მიხედვით გადაეცათ. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ - ალბერტ და გიორგი ლალუაშვილები, ლაშა ქურდაძე (ხაშური, მე-8 საჯარო სკოლა); ილია ბოლქვაძე (ბათუმი, გიმნაზია „XXI საუკუნე“); ლუბა რამიშვილი (ჩოხატაური, სოფ. შუასურების საჯარო სკოლა).

როგორც კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ლუბა რამიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კონკურსის შესახებ ინფორმაცია სკოლიდან შეიტყო და მასში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოაცხადა მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო კონკურსი, რომელიც განკუთვნილი იყო მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ეს ინფორმაცია მოვიდა სკოლაში. გადავწყვიტე შემეგროვებინა ჩემს სოფელში ინფორმაცია ვაზის შესახებ და გამეკეთებინა თემა“,_ამბობს ლუბა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში შუასურების საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე, ხათუნა ტრაპაიძე მონაწილეობდა. მან II ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

კონკურსანტებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაცია ბაზას ესტუმრნენ. ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ჯიშების უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.



არქივი