მაგდა მამალაძე ერაზმუს+-ის პროგრამის სტიპენდიანტი გახდა

gurianews.com

21-ს ქვევით

მაგდა მამალაძე ერაზმუს+-ის პროგრამის სტიპენდიანტი გახდა

აპრილი 06
14:03:05 2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მაგდა მამალაძე, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და 100%-იანი გრანტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოხვდა, ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიანტი გახდა.

მაგდა მამალაძე თსუ-ს შესარჩევმა კომისიამ და ლიმერიკის უნივერსიტეტმა (ირლანდია) ათობით სტუდენტს შორის საკმაოდ რთული კონკურსის შედეგად შეარჩია.

წარმატებული სტუდენტი ირლანდიაში სექტემბერში გაემგზავრება და ლიმერიკის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას 6 თვის განმავლობაში შეისწავლის.

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით ახორციელებს.

გურიის ახალგაზრდული გაზეთი ულოცავს მაგდა მამალაძეს ამ გამარჯვებას და კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა მაგდას ეს წარმატება _ იგი ჩვენი მედიასახლის რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული და მედიასკოლის კურსდამთავრებულია.



არქივი