მეცნიერებმა რეალური შეგრძნების მქონე ბიონიკური ხელი შექმნეს

gurianews.com

21-ს ქვევით

მეცნიერებმა რეალური შეგრძნების მქონე ბიონიკური ხელი შექმნეს

იანვარი 14
13:01:54 2018

იტალიელმა, შვეიცარიელმა და გერმანელმა მეცნიერებმა ბიონიკური ხელი შექმნეს, რომელსაც შეხების შეგრძნება აქვს.

ალმერინა მასკარელომ, რომელმაც ხელი დაახლოებით 25 წლის წინ უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა, ბიონიკური ხელით სარგებლობის შემდეგ განაცხადა, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ხელი დაუბრუნეს.

2014 წელს მეცნიერთა იგივე გუნდმა მსოფლიოში პირველად რეალური შეგრძნების მქონე ბიონიკური ხელი შექმნა, თუმცა ძალიან დიდი სენსორისა და კომპიუტერული აღჭურვილობის გამო ხელოვნური ხელის ლაბორატორიიდან გატანა შეულებელი იყო.

ამჯერად კი, ტექნოლოგია საკმარისად მცირე ზომისაა იმისთვის, რომ ბიონიკური ხელი პორტატული იყოს.

მეცნიერთა გუნდი, რომელმაც ხელოვნური ხელი შექმნა, შედგება ინჟინრებისგან, ნეირომეცნიერებისგან, ქირურგებისგან, ელექტრიკოსებისა და რობოტების სპეციალისტებისგან.

ხელის პროთეზს აქვს სენსორები, რომლებიც არკვევენ საგანი რბილია თუ მაგარი. ეს მესიჯები დაკავშირებულია კომპიუტერთან, რომელიც ამ სიგნალებს ტვინისათვის გასაგებ ენაზე თარგმნის.

ინფორმაცია ალმერინას ტვინს პატარა ელექტროდებით გადაეცემა, რომლებიც ზედამკლავში მდებარე ნერვებშია განთავსებული.

ალმერინას ტესტები ჩაუტარეს, რომლის დროსაც ის თვალახვეული სხვადასხვა საგანს იღებდა ხელში და პასუხობდა, ისინი რბილი საგნები იყვნენ, თუ მაგარი.

გრძნობა სპონტანურია, თითქოს ნამდვილი ხელია. შეგიძლია, ისეთი რაღაცეები გააკეთო, რასაც მანამდე ვერ აკეთებდი: დამოუკიდებლად ჩაიცვა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და ა.შ.,“ – განაცხადა ალმერინამ.

Hospital Agostino Gemelli-ის უნივერსიტეტის ნევროლოგი პროფესორი პაოლო როსინი აცხადებს, რომ როგორც კი მეცნიერები ტვინით რობოტული პროთეზის კონტროლს შეძლებენ, შესაძლებელი გახდება ისეთი ხელის შექმნა, რომელიც „უფრო რთული მოქმედებების შესრულებას შეძლებს, ვიდრე ხუთთითიანი ხელია“.

ალმერინამ ბიონიკური ხელის შენახვა 6 თვის მანძილზე შეძლო, თუმცა ამის შემდეგ ის მოხსნეს, ვინაიდან პროთეზი კერ კიდევ პროტოტიპია.

მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ მალე ტექნოლოგიის მინიატურიზაციასა და კომერციალიზაციას შეძლებენ.

წყარო: www.doctrina.ge



არქივი