მოგზაურობა ანბანეთში- საზეიმო გაკვეთილი ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაში

gurianews.com

21-ს ქვევით

მოგზაურობა ანბანეთში- საზეიმო გაკვეთილი ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაში

ნოემბერი 06
10:15:55 2019

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში საზეიმო გაკვეთილი „აი ია“ ჩატარდა, რომელსაც  პედაგოგი ლელა გობრონიძე უძღვებოდა. პირველ კლასელების საზეიმო გაკვეთილს მშობლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პატარებმა მასწავლებელთან ერთად ანბანეთში იმოგზაურეს და სტუმრებს შთამბეჭდავი წუთები აჩუქეს. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, ეფექტური იყო მშობელთა ჩართულობა და ჯგუფური სამუშაოები. აც მთავარია, ყველაზე აღსანიშნავი 29 პირველკლასელის გაკვეთილისადმი დამოკიდებულება იყო. ისინი დიდი ინტერესით უსმენდნენ ლელა მასწავლებელს“, _ ამბობენ სკოლის დირექციაში. 



არქივი