ოზურგეთელი მოსწავლის წარმატება _ პირველი ადგილი და სამიათასლარიანი პრემია

gurianews.com

21-ს ქვევით

ოზურგეთელი მოსწავლის წარმატება _ პირველი ადგილი და სამიათასლარიანი პრემია

მარტი 03
20:51:09 2018

წელს უკვე მეორედ გაიმართა  შესანიშნავი პოეტის, გერმანისტისა და მთარგმნელის ამირან -პაკო-სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ფესტივალი,   რომელშიც საქართველოს მასშტაბით მრავალი მოსწავლე მონაწილეობდა.

კონკურსში, პოეზიის ნომინაციაში გაიმარჯვა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ,  ნიკოლოზ შაფაქიძემ. მან პირველი ადგილი მოიპოვა და ჯილდოდ გადაეცა პრემია, სამიათასი ლარის ოდენობით.

დაჯილდოება შედგა  თბილისის  მე-6 საავტორო სკოლაში, სადაც პაკო სვიმონიშვილი სიცოცხლეში მოღვაწეობდა, როგორც პედაგოგი.

აღნიშნული კონკურსის ნომინანტი გახდა, ასევე, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის  მეთერთმეტეკლასელი  ნუკა შარაძე და მას  ჯილდოდ ხუთასი ლარი გადაეცა.

ნიკოლოზ შაფაქიძე ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგის მაია ღლონტია შვილია. ქალბატონი მაია  ნიკოლოზის და ნუკა შარაძის მასწალებელიცაა და თავად ახლდა დაჯილდოებაზე.

_ ბედნიერი ვარ.   დედის დღის თუ გაზაფხულის  ამაზე უკეთ მოლოცვა განა შეიძლებოდა?  უსაზღვროდ გამახარეს. კიდევ მრავალ გამარჯვებას, ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ნიკოლოზს და ნუკას, თითოეულ ჩემს მოსწავლეს, _ თქვა ჩვენთან საუბარში  მაია ღლონტმა.

გურიის ახალგაზრდული გაზეთი ულოცავს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას.



არქივი