ოზურგეთელმა მოსწავლეებმა „წიგნების თაროში" ხობელ მოსწავლეებს მოუგეს

gurianews.com

21-ს ქვევით

ოზურგეთელმა მოსწავლეებმა „წიგნების თაროში" ხობელ მოსწავლეებს მოუგეს

მარტი 04
11:32:05 2018

3 მარტს, პირველ არხზე ლიტერატურული შოუს  „წიგნების თაროს“ ახალი სეზონის პირველი თამაში შედგა, სადაც ერთმანეთს  ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის და ხობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა, რომელსაც მარი სამსონია, ნიკოლოზ შაფაქიძე და ზურაბ ვაშალომიძე წარმოადგენდნენ, ხობელ თანატოლებს მნიშვნელოვანი უპირატესობით მოუგეს.

გურიის ახალგაზრდული გაზეთი ულოცავს ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამ წარმატებას და ფინალში გამარჯვებას უსურვებს.



არქივი