ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის 17 მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა

gurianews.com

21-ს ქვევით

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის 17 მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა

ნოემბერი 13
11:37:59 2019

12 ნოემბერს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის 17 მეათეკლასელს, განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, პროექტ ,,ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში, საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა.

_ ეს პროექტი განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს მიერ, 2009 წლიდან ხორციელდება. დაჯილდოება მოხდა ჩოხატაურის ხელოვნების ცენტრში. საჩუქარი განკუთვნილია იმ მოსწავლეთათვის, ვისაც მე-7, მე-8, მე-9 კლასის ჩათვლით ყველა საგანში აქვს უმაღლესი შეფასება. 2009 წლიდან მოყოლებული, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობით ლიდერობს. ასე მოხდა ამჯერადაც, ჩვენი სკოლის 17 მეათეკლასელი დაჯილდოვდა. მათთან ერთად, ვულოცავ ყველა წარმატებულ მოსწავლეს და თითოეულ მასწავლებელს და ვუსურვებ, ეს კიდევ უფრო დიდ წარმატებათა საფუძველი გახდეს, _ თქვა „გურია ნიუსთან“ მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.



არქივი